in

ყველაზე აქტუალური და არაბანალური ფერები ინტერიერის დიზაინში

2000 წელს პანტონმა შექმნა პრეცედენტი, როდესაც პირველად გამოაცხადა თავისი “წლის ფერი:” ლაჟვარდისფერი. აქედან მოყოლებული, საღებავების უძველესი ბრენდები შეუერთდნენ Pantone-ს და დაამკვიდრეს ტრადიცია, აირჩიონ თავიანთი წლის ფერები. საბოლოოდ კი, მათ შექმნეს წლის ტენდენციები და გაწერეს ერთგვარი პალიტრა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყოველ წელს.

ფერების დიდ არჩევანზე ნაწილობრივ გავლენას ახდენს კულტურული ძვრები, მსოფლიო მოვლენები და მოდის ტენდენციებიც კი. რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს წლის თითოეული ფერის განცხადება, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბრენდებისთვის, არსებობს რამდენიმე ელფერი, რომლებიც სხვებზე მეტად პოპულარულია მუდამ. ასე რომ, გთავაზობთ ყველა დროის შვიდ ყველაზე პოპულარულ ფერს გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით.

ღია ვარდისფერი 

ვარდისფერი ელფერი გამოჩნდა 2020 წელს, როგორც წლის ფერი. საერთაშორისო გაყიდვებს მონაცემებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტონი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ვარდისფერ ტონში შესრულებული ინტერიერი სივრცეს სინაზითა და ჰაეროვნებით ავსებს.

ჩვენი რჩეული ვარდისფერი ტონი “კაპაროლის” კატალოგიდან

ამეთვისტოსფერი 

ეს ელფერი 2017 წლიდან მოყოლებული, კიდევ ერთი პოპულარული არჩევანია. ის არის ღრმა, მდიდრული და მიმზიდველი ფერი, რომლით გაფორმებული ინტერიერი ნამდვილად გამორჩეულად გამოიყურება.

ჩვენი რჩეული ამეთვისტოსფერი ტონი “კაპაროლის” კატალოგიდან

ცივი ნაცრისფერი

ამ ტონის ნაცრისფრის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ბევრ სხვა ფერს ეხამება მარტივად და იძლევა საინტერესო კომბინაციების შექმნის საშუალებას. ამავდროულად, რუხის ეს ელფერი არის ძალიან დამამშვიდებელი განწყობის მომტანი.

ჩვენი რჩეული ნაცრისფერი ტონი “კაპაროლის” კატალოგიდან

მალაქიტის მწვანე 

ეს შესანიშნავი ტონი ასევე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ელფერია თანამედროვე ბაზარზე. როგორც ცნობილია, მწვანე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლოდა, ვინაიდან ის არის ბუნებისა და სიცოცხლის ფერი, რომლის ხილვაც ასე ახარებს ნებისმიერი ადამიანის თვალს.

ჩვენი რჩეული მწვანე ტონი “კაპაროლის” კატალოგიდან

ღია ზეთისხილისფერი 

ეს ელფერი ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან ის სიმშვიდისა და კომფორტის შემომტანია ინტერიერში. ღია ზეთისხილისფერი კედლები საკმაოდ კარგი არჩევანია იმ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრი ფერების არჩევას ვერ ვრისკავთ, თუმცა ბანალური ნეიტრალური ტონების გამოყენება არ გვსურს.

ჩვენი რჩეული ზეთისხილისფერი ტონი “კაპაროლის” კატალოგიდან

შავი ალისფერი

მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერის ინტერიერში გამოყენებას ბევრი თავს არიდებს, სტატისტიკის თანახმად, ის ასევე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტონებს შორის სახელდება. შავი საკმაოდ კარგად გამოიყურება დიდ და მაღალჭერიან სივრცეებში, სადაც აქცენტის სახით გვევლინება ერთ ან რამდენიმე კედელზე.

ჩვენი რჩეული შავი ტონი “კაპაროლის” კატალოგიდან

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

გრატოს სანერგე – ექსტერიერის ახალი და მრავალფეროვანი მცენარეებით

Ton-ის სკამების ახალი კოლექცია – 822