in

როგორც შევარჩიოთ ხალიჩა ინტერიერში

ხალიჩის შერჩევისას ბევრი სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინებაა აუცილებელი, მის ვიზუალთან და ფერთან ერთად, საჭიროა მასალის, ტექსტურის, მისი შემდგომი მოვლის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება.

დასაწყისისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა დატვირთვა ექნება ხალიჩას და სად ვათავსებთ მას. ზედაპირულად ხალიჩის სისქის და გამძლეობის შესამოწმებლად, მის უკანა მხარეს ქსოვილის სიმჭიდროვეს აკვირდებიან. რაც უფრო მჭიდროდ ნაქსოვია, უფრო გამძლეა. ხალიჩის წონაც ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრაც, რადგან მასალისა და ხარისხის მიხედვით ფასი იზრდება.

მნიშვნელოვანია ასევე ხალიჩისთვის სწორი ოთახის მოძებნაც, აბაზანაში ხალიჩას არავინ აგებს ნესტისა და სისველის გამო, იშვიათად ვხვდებით მას სამზარეულოშიც. საძინებელში ის ყველაზე ხშირად გამოიყენება, რადგან მოძრაობა ნაკლებია და ოთახში დამატებით სიმყუდროვესაც ქმნის. ხალიჩას იყენებენ სასტუმრო ოთახშიც, მაგრამ უფრო გამძლე ვარიანტს, რადგან მასზე მეტი დატვირთვა მოდის. ხალიჩას ასევე ვხვდებით შემოსასვლელ ოთახში, აქ დაგებული ხალიჩა ყველაზე მეტ წმენდასადა ხშირ ცვლას საჭიროებს.

არსებობს ხალიჩის ქსოვის ორნაირი ტექნიკა – გადაჭრილი ქსოვა (Cut Pile) და მარყუჟული ქსოვა (Loop Pile). მარყუჟული ქსოვით უფრო გამძლე ხალიჩა იქმნება.

ხალიჩის ბუნებრივი წარმოების მასალები, რომლებიც უფრო სასურველია რომ გამოვიყენოთ სახლში:

მატყლი – ხელს უწყობს ხელსაყრელი მიკროკლიმატის შექმნას, შთანთქავს ტენიანობას. ასევე არ იბუდებს მწერები. ხალიჩას ფრთხილი მოვლა სჭირდება და ასევე არის ალერგიული მასალა.

სელი – გააჩნიათ უნიკალური ანტიბაქტერიული თვისებები. სუფთა ფორმით თითქმის არ გამოიყენება, უმეტესად შერწყმულია მატყლთან ან სხვა ბოჭკოვან ქსოვილთან. ასევე საჭიროა მისი უფრო ფაქიზი მოვლა.

ბამბა – ბუნებრივობასთან ერთად არის მსუქბუქი, ასევე მარტივია მისი შეფერება და მოხატვა. მის უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ რთულია მისი გაშრობა.

ბამბუკი – ბუნბრივი ანტიალერგიული მასალაა, არ იგროვებს ჭუჭყს და მტვერს, არის რბილი და მსუბუქი. მისი წმენდაც უფრო მარტივია და განსხვავებული ტექსტურის მისაღებად მარტივად ურევენ სხვა მასალაშიც.

ხელოვნური მასალებიდან ყველაზე ახლოს ბუნებრივთან არის პოლიამიდი, რომელიც მდგრადია დეფორმაციის მიმართ და ასევე კარგად შთანთქავს ტენიანობას.

პოლიპროპილენი – ასევე ხელოვნური მასალა, არ აქვს სასიამოვნო შეგრძნება, ამიტომ ერიდებიან მის სახლში გამოყენებას. არის ძალიან მარტივად წმენდადი.

ნეილონი – რბილი, ფუმფულა ხელოვნური ქსოვილი, რომელიც ანტიალერგიულია და ძლებს დიდხანს. სხვა ხელოვნურ მასალებთან შედარებით ის გაცილებით ძვირია.

აკრილი – მისი ხშირად განახლებაა საჭირო, რადგან ძალიან მარტივად ზიანდება. არის გაცილებით იაფი სხვა ხალიჩის მასალებთან შედარებით.

 

 

 

 

 

სახლი/მარანი ვარდისუბანში

ძალიან პატარა ბინის იდეალური დაგეგმარების ნიმუში