in

სახლის გაფორმების რამდენიმე იდეა ჰელოუინისთვის

3d rendering. autumn decorated house with pumpkins and hay.

“ჰელოუინი”, რომელიც ამერიკასა და ევროპაში ოქტომბრის ბოლოს აღინიშნება, უძველესი წარმართული დღესასწაულია, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ტრადიციულად საშიშ კოსწიუმებში ეწყობოდნენ, რათა ამ გზით ბოროტი სულები “დაეშინებინათ” და განედევნათ. დღეს ჰელოუინი სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს და მან თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. სწორედ ამიტომ, ბევრი ოჯახი განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის.

ყველა სხვა დღესასწაულის მსგავსად, ჰელოუინიც მოიცავს გაფორმების თავისებურ დეტალებს, რაც მას ნამდვილად გამოარჩევს სხვა ღონისძიებებისგან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა გააფორმოთ სახლი.

გააფორმეთ ფანჯრები

შემოსეთ თქვენი ფანჯრები ჰელოუინის დიზაინით გაფორმებული ფარდებით. გარდა იმისა, რომ ის თქვენს სახლშიც ჰელოუინის განწყობას შექმნის, ის ასევე შეუქმნის განწყობას ქუჩაში მოსიარულეებსაც.

გააფორმეთ წიგნების თარო

შემაშინებლად გამოწყობილი წიგნების თარო ერთგვარი დახვეწილი ალტერნატივაა სახლის ჰელოუინის გასაფორმებლად. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ზომის, ჰელოუინისთვის გამოწყობილი გოგრებით, პატარა ზომის ობობის ნახატებით, ხელოვნური ძვლების ობიექტებით და ა.შ

გამოიყენეთ ხელნაკეთი დეკორი

ალბათ არაფერი არ უხდება ისე ჰელოუინს, როგორც ხელნაკეთი გაფორმებები, რაც ძალიან მარტივი შესაქმნელია. თქვენ შეგიძლიათ ჰელოუინის ფერები გოგრების გარდა, სადღესასწაულოდ გამოჭრილი ფერადი ფურცლებითაც შეიტანოთ ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.

გააფორმეთ მაგიდა

როგორც წესი, სხვადასხვა დღესასწაულზე აუცილებლად ვაკეთებთ აქცენტს მაგიდაზე და ეს დეტალი ჰელოუინისთვისაც მნიშვნელოვანია. განწყობის შესაქმნელად თქვენ შეგიძლიათ, მუქი ფერებით გააფორმოთ მაგიდა, მოათავსოთ მასზე ნიღბები, მუქი ფერის ყვავილები, შანდლები და სანთლები.

შექმენით ღამურის გაფორმებები

ღამურები ჰელოუინის ღამის განუყოფელი მეგობრები არიან. სწორედ ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ, თქვენითვე გამოჭრათ ღამურის ფორმები და შავად შეღებოთ ისინი. შემდეგ უკვე სახლის გარე ფასადსა თუ ინტერიერში მიმოაბნიოთ.

გამოიყენეთ ყვავილები

უბრალო გოგრისა და ჯადოქრის ქუდის გარდა, არსებობს კიდევ მრავალი ალტერნატივა თქვენი სახლის გასაფორმებლად და აქედან ერთ-ერთი ჰელოუინის ფერების მქონე ყვავილები (თუნდაც დამჭკნარი) ან ფოთლებია. თუკი მათ ფოტოს მსგავსად, მუქი ფერის ლარნაკში მოათავსებთ, აუცილებლად შექმნით სასურველ განწყობას.

გადაიტანეთ განწყობა ტკბილეულში

ჰელოუინი წარმოუდგენელია ტკბილეულის გარეშე… რატომ, არ უნდა გადავიტანოთ ეს განწყობა თავად ამ ტკბილეულში? მაგალითად, სურათზე გამოსახული ტორტი სრულყოფილად შეესაბამება ამ დღესასწაულის თემატიკას.

გამწვანების როლი თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებში – “ნამაი სტანდარტი”

ტომ რაითი – სიმაღლეების მოყვარული არქიტექტორი