in

როგორ შემოვიტანოთ შემოდგომის განწყობა სააბაზანოში

ინტერიერის განახლება ყოველთვის კარგი იდეაა. ამ მხრივ სეზონური ნოტების შემოტანა ნამდვილად დაგეხმარებათ. დღეს ჩვენ მოგიმზადეთ 5 რჩევა, რომლებიც სააბაზანო ოთახში საშემოდგომო განწყობის შექმნას გაგიადვილებთ.

ტექსტილი

ცხელი აბაზანა ზუსტად ისაა, რაც საშემოდგომო საღამოებს სჭირდება. სპა-პროცედურებისთვის სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად რბილი პირსახოცები, აბაზანის ფუმფულა ხალიჩა და მოსასხამი დაგეხმარებათ, რომელშიც თბილ ჩაისთან ერთად სავარძელში მოკალათდებით.

კერამიკა

ბუნებრივი ტექსტურა და არასრულყოფილი ფორმები სითბოსა და სიმყუდროვის განცდას ქმნის, რომელიც ასე გვაკლია შემოდგომაზე. სააბაზანო ოთახის აქსესუარების არჩევისას ყურადღება ბუნებრივ ტონებში შესრულებულ კერამიკულ ნაკეთობებს მიაქციეთ.

დაწნული აქსესუარები

სელისა და როტანგის ნივთებს სიმტკიცისა და გამძლეობის გარდა, განუმეორებელი ფაქტურა ახასიათებთ. დაწნული კალათები თეთრეულის, პირსახოცებისა და კოსმეტიკური საშუალებების შესანახად შესანიშნავია, ამავე დროს სააბაზანოსაც ალამაზებს.

ხე

ხე მტკიცე და ეკოლოგიური მასალაა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს. შემოდგომაზე, სააბაზანოში მყუდრო ატმოსფეროს შექმნისთვის ინტერიერი ხის მუქი ტონის სკამით, ტაბურეტით, ლანგრით ან რაიმე შესანახი სათავსით შეგიძლიათ შეავსოთ.

არომატი

არომატი ინტერიერისთვის ავეჯსა და დეკორის სხვა ნივთებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ შემოდგომაზე სურნელოვანი სანთლები და ვაშლის, გოგრის, ვანილის, დარიჩინის ან მიხაკის არომატის მქონე დიფუზორების გამოიყენებას გირჩევთ.

კერძო სახლი ლისის ტბის მიმდებარედ – ამირან პატარქალიშვილის ნამუშევარი

რას ნანობენ ყველაზე ხშირად რემონტის შემდგომ