in

პიერ იოვანოვიჩის შატო სამხრეთ საფრანგეთში

Banner M2
Banner M2

ამჯერად არამხოლოდ სახლზე, არამედ შატოზე უნდა გიამბოთ, რომელიც საფრანგეთისთვის შენობის ძალიან ახლობელი ფორმაა, საფრანგეთი ხომ სწორედ შატოების ქვეყანაა.

შატო კუბის ფორმისაა, რომელსაც მისთვისვე დამახასიათებელი გადახურვა აქვს. მის გვერდით კი ოთხი კოშკია. შატო მეჩვიდმეტე საუკუნის მკაცრი არქიტექტურითაა ნაგები, რომელიც დაფუძნებულია ხაზებისა და ფორმების ეკონომიაზე. შენობა იშლება ტერასაზე სქელი საყრდენი კედლით, რომელიც ხეობას გადაჰყურებს. იქვე დიდი წაბლის ჩრდილში სამლოცველო დგას, მეორე მხარეს კი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ფერმის შენობებია.

რამდენიმე წლის წინ ეს სახლი პიერ ივანოვიჩმა შეიძინა და გადაწყვიტა, მისთვის ძალიან მიზერული და საჭირო გარდაქმნა ჩაეტარებინა: “გადავწყვიტე Fabrègues-თვის ჩემი პროექტი მის ხასიათსა და ისტორიაზე დამეფუძნებინა და მას ისე მოვპყრობოდი, როგორც ოჯახის სახლს, რომელიც განვითარდა თაობების განმავლობაში. ამ მიდგომამ საშუალება მომცა, თავიდან ამეცილებინა პლაგიატი და ისტორიული რეკონსტრუქცია, ისე, რომ არ გავმხდარიყავი ზედმეტად თანამედროვე და ამ უძველესი კედლების სული არ გამექრო.”

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახლს მართლაც აქვს შენარჩუნებული ძველებური სული. აშკარაა, რომ ავეჯი ძალიან ფრთხილადაა შერჩეული და ის თანამედროვეობისა და სიძველის ზღვარზე დგას.

საკმაოდ სასიამოვნოა, რომ სახლში ხშირად შევხვდებით ხის ობიექტებსა თუ ავეჯს – შატოს ალბათ ისე არაფერი უხდება, როგორც ხე. თუმცა, აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ობიექტები საკმაოდ დახვეწილი და თანამედროვე, კონცეპტუალური ფორმების არიან.

სახლის ოთახებში აქტიურად ვხვდებით ხელოვნების ნიმუშებს, რაც მისი მეპატრონის ხელოვნებისადმი სიყვარულზე მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ ოთახები სხვადასხვა ფერშია გაწყობილი, თუმცა, ეს ფერები იმდენად გარდამავალი და არამკვეთრია, რომ მკაფიო კონტრასტს არც ერთი მათგანი ქმნის.

შატოს, რასაკვირველია, საკმაოდ დიდი და ძალიან მოწესრიგებული, დახვეწილი ბაღი აქვს. ეს ბაღი სისადავით სწორედ რომ შენობის ოთახებს მოგვაგონებს.

ფოტოგრაფი: JÉRÔME GALLAND

ტადაო ანდო (Tadao ando) – ბეტონის მეფე

ის, რაც ფაიფურის შესახებ უნდა ვიცოდეთ – ინტერვიუ ხელოვნებათმცოდნე სოლომონ ნადიმაშვილთან