ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს და მის ინტერიერზე დიზაინერმა ანუკა თავართქილაძემ იმუშავა.
“თბილისური ბინისთვის პირველადი სახის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან მსგავსი ბინები წარსულის ერთგვარი ძეგლია. სწორედ ამიტომ, ჩემი ამოცანა იყო, მაქსიმალურად შემენარჩუნებინა ძველი ბინებისთვის დამახასიათებელი იერსახე და ისეთი დეტალები როგორიც არის, მაღალი ჭერი, ხის კარ-ფანჯარა დარაბებით, ხის იატაკი, კარნიზები, მაღალი პლინთუსები და კედელზე გასაკრავი ქაღალდი,” – გვიამბობს ანუკა თავართქილაძე
ბინა უმეტესწილად ღია ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მეტ სინათლეს სძენს ინტერიერს. პროექტში გამოყენებულია თანამედროვე ავეჯი და სხვადასხვა საინტერესო დეტალი, რამაც ბინას საერთო ჯამში, ეკლექტური ხასიათი შესძინა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თითბრის სანათები, რომლებიც არის ადგილობრივი წარმოების და სპეციალურად ამ პროექტისთვის იქნა დამზადებული.
საბოლოო ჯამში, შეიძლება იქვას, რომ დიზაინერმა მიაღწია დასახულ მიზანს და შექმნა ინტერიერი, რომელიც არის მყუდრო, ნათელი და რაც მთავარია, არაა ამოვარდნილი საერთო კონტექსტიდან.
ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი