სახლში არსებობს ბევრი ისეთი რამ, რასთანაც უბრალოდ უნდა ისწავლოთ თანაცხოვრება, მაგალითად – მოცულობითი რადიატორები.
ჩვენ აღმოვაჩინეთ რადიატორის საფარის უამრავი იდეა და მაგალითი, რომელიც ხელს არ შეუშლის მის ფუნქციონირებას და დიზაინითაც საინტერესო იქნება.
გაეცანით რადიატორის დეკორატიული ხრიკებით დაფარვის იდეებს.
1. აუშენეთ გარშემო თარო
Leanne Ford Interiors- მა რადიატორის გარშემო აუშენა სათავსო უჯრა, რომელიც დერეფნის სივრცეს ლამაზ და პატარა საკითხავ კუთხედ აქცევს, ასევე მისი დიზაინიც ძალიან ელეგანტურად ჯდება სახლის ინტერიერში.
2. იყავით სტრატეგიულები სივრცის მოწყობისას
ელიზაბეტ რობერტსის მიერ შექმნილ ამ აბაზანაში, რადიატორი იკავებს კედლის საკმაოდ დიდ ნაწილს. ამის გამო აბაზანა სტრატეგიულად არის მოწყობილი, რომ რადიატორის უმეტესი ნაწილი ჰორიზონტალური აბაზანით დაიფაროს. გარდა ამისა, რადიატორი მუქი საღებავით არის შეღებილი, რაც მას აბაზანის დეკორატიულ ელემენტად წარმოაჩენს.
3.შეუხამეთ ინტერიერი სხვა ელემენტებს
DeVol Kitchens– ის ამ სივრცეში, რადიატორი მთლიანად არის ჩართული დიზაინში. იგი საინტერესო კონტრასტს ქმნის სამზარეულოს კუნძულის მარმარილოს ზედაპირთან. საკუთარი მომწვანო რუხი ფერით ესთეტიკურად ძალიან ალამაზებს ინტერიერს.
4. გამოიყენეთ ის, როგორც კედელი
როდესაც არ გსურთ გიგანტური რადიატორის ინტერიერში კიდევ უფრო გამოკვეთა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ის როგორც კედელი ან უბრალოდ ფონი, დადგათ მის წინ დეკორაციული ნივთები, ასევე ნახატები.
5. დამალეთ მცენარეებით
მცენარეები საუკეთესო გადაწყვეტილებაა რადიატორის დასამალად. ფოტოზე გამოსახულ ინტერიერში რადიატორი სავარძლებს შორის მდებარეობს. ყვავილებისა და გამწვანებების სწორი გადანაწილებით თქვენს მიზანსაც მიაღწევთ და ინტერიერსააც გაალამაზებთ.
6. შენიღბეთ ავეჯით
DeVol– ის სხვა სამზარეულოში, რადიატორის თავზე დასაჯდომი ადგილი არის მოწყობილი, მის პირდაპირ კი მაგიდა და სკამები დგას.
7. დაამატეთ თარო
Next Wave დიზაინერის Toledo Geller– ის საძინებელში რადიატორზე განთავსებულია თარო, რომელზეც შესაძლებელია ისეთი ნივთების განთავსება, რომელიც კიდევ უფრო გაალამაზებს თქვენს ინტრიერს, მაგალითად; მცენარეები, წიგნები, დეკორატიული ნივთები, ნახატები და სხვა. ასეთ დროს ყურადღება რადიატორიდან თაროზე განლაგებულ ნივთებზე გადადის.
8. ნახატებით გადმოიტანეთ ყურადღება
შეღებეთ რადიატორი კედლის ფერში და მის თავზე განათავსეთ ისეთი ნივთები, რაც ყურადღებას მიიქცევს, მაგალითად ნახატები, ორიგინალური სანათი ან სულაც გამოიყენეთ კედლის დეკორი.