in

Cedit – 60 წლიანი ისტორიის მქონე კერამიკული ფილების ბრენდი

CEDIT არის იტალიური კომპანია, რომელიც კერამიკულ ფილებს აწარმოებს თითქმის 60 წელია. აქ ცნობილი ეროვნული და საერთაშორისო დიზაინერები ქმნიან კომპანიის ყველა უნიკალურ და ექსკლუზიურ კოლექციას. თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, CEDIT თანამშრომლობდა ბევრ ცნობილ იტალიელ დიზაინერთან, რომლებმაც განავითარეს Made-in-Italy იმიჯი და გაავრცელეს იგი მთელ მსოფლიოში. მათ შორისაა მარკო ზანუსო, ენცო მარი, მიმო როტელა, ჯინო მაროტა და მრავალი სხვა. CEDIT არ არის მხოლოდ ფილების ბრენდი, არამედ იგი აწარმოებს ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს, რომელთა მეშვეობით უნიკალური და მარადიული ინტერიერები იქმნება.

თავის კონკურენტებთან შედარებით, CEDIT ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ესთეტიკას, ხარისხსა და ფუნქციურობას, რაც მას მიმზიდველს ხდის იმ კლიენტებისთვის, რომლებიც ეძებენ არატრადიციულ ინტერიერს. დღეს Florim, CEDIT-ის დედა კომპანია, ენერგიულად უწყობს ხელს თანამშრომლობას მაღალი კალიბრის თანამედროვე დიზაინის ფიგურებთან. ახალი კოლექციები აერთიანებს ხელობის ცოდნას, ტექნოლოგიასა და ესთეტიკას, რათა შეიქმნას პროდუქტი სახლებისთვის, მაღაზიებისთვის, ოფისებისთვის და სასტუმროებისთვის, რომლებიც ელეგანტურობისა და განსხვავებულობის სინთეზს ქმნიან.

CEDIT-ში არსებობს ზუსტი კულტურული ხედვა, რომელიც მოიცავს წარმოების ცოდნას, ინტელექტუალური ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილებას, რომელიც მიიღება ინდივიდებს შორის ჯვარედინი დიალოგის შედეგად. ბრენდში ასევე მკაცრად იცავენ სოციალურ პასუხისმგებლობას, თუნდაც გარემოსდაცვითი კუთხით, რაც Cedit-ის პროდუქტში აშკარად იგრძნობა. მათ ამ კუთხით მრავალი სერთიფიკატიც აქვთ აღებული.

ბრენდის პროდუქტის დიზაინი ასევე საუბრობს მის ერთგულებაზე კვლევისადმი. სილამაზე შეუძლებელია შეიქმნას სამი მახასიათებლის გარეშე, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული: კვლევა, დიზაინი და ექსპერიმენტი. გამორჩეული ხარისხი Cedit-ის მუდმივი მისიაა; კვლევა საკვანძოა წარმოების პროცესების ინოვაციისთვის, რაც ხელს უწყობს სამომავლო შესაძლებლობებს.

მიუხედავად იმისა, რომ Cedit-ს დიდი ისტორია აქვს, ეს ისტორიები და კულტურული მემკვიდრეობა არ აფერხებს ბრენდს, განვითარდეს და ახალ-ახალი ინოვაციები წარმოშვას. ისინი პატივს სცემენ იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებმაც განსაზღვრეს მათი იდენტობა.თუმცა, დღეს გამოგონება არის ბრენდის მაცოცხლებელი იარღი. ის ეხმარება მათ შექმნან პროდუქტები – და, შესაბამისად, გარემო – მკაფიო ექსპრესიული იდენტობებით.

ბინა სოლოლაკში – ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი

ნათელ ფერებში გადაწყვეტილი სახლი სამხრეთ ლონდონში – Novak Hiles Architects-ის ნამუშევარი