სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ ფრანგი დიზაინერის, სოლენ დე ლა ფუშარდიერის ნავსაყუდელია. აქამდე ის და მისი ქმარი – საიმონ ლი ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდნენ პარიზსა და ლონდონს შორის – ქმნიდნენ დიზაინს, მხიარულობდნენ და ზრდიდნენ შვილებს. თუმცა, მათ სულ უფრო მეტად იზიდავდა ეს წყნარი ჩრდილოეთ ლონდონის ქუჩა. ასე რომ, როდესაც დადგა დრო, რომ შვილები სკოლაში წასულიყვნენ, მათ ზუსტად იცოდნენ, სად სურდათ ცხოვრება.
როდესაცმ მთავარ შესასვლელ კარში შედიხართ, მაშინვე ცალსახად ჩანს, თუ როგორ შეიქმნა ამ სახლში ძველისა და ახლის სინთეზი. მათ აღადგინეს და ცვილით გაასუფთავეს ძველი იატაკი და შემდეგ კაშკაშა წითელ მოსასვენებელი ოთახი ნეიტრალური ფერებითა და მინიმალური ავეჯით დატვირთეს. „ჩვენ არ ვაგროვებთ ნივთებს – ჩვენ არ გვიყვარს არეულობა“, – განმარტავენ სახლის მფლობელები. ისინი ამ ფილოსოფიას იცავენ მთელ სახლში. შესაბამისად, მოსასვენებელ ოთახში გვხვდება მხოლოდ “გეტსბის დივანი”, რამდენიმე ნათურა, პატარა ლითონის მაგიდები და ყავის მაგიდა Pinch-ისგან.
ტექსტურების ჭკვიანური გამოყენება არბილებს დახვეწილ იერს: საძინებლის გადასაფარებელი და სკამი საწოლის ბოლოს დაფარულია ალპაკას მატყლით. ის კარგად ერწყმის ბუხრის აგურებს. Ochre-ის მყარი შუშის განათებები საწოლის ორივე მხარეს წვიმის ორი გიგანტური წვეთივით ჰკიდია. ისინი უზრუნველყოფენ ოთახში სიკაშკაშეს.
ნახევრად მოჭიქული კარი გადის სააბაზანოში, სადაც მარმარილოს ჯაკუზი გვხვდება. რაც შეეხება ბავშვთა აბაზანას, იგი გაფორმებულია მაროკოული, მოხატული ფილებით. აქვე გვხვდება ძალიან დიდი სარკე და თვალწარმტაცი შუშის წვეთოვანი სანათი Ochre-სგან.
ფოტოგრაფი: Paul Massey