in

ესპანური ტრადიციებით აგებული თანამედროვე ვილა კოსტა დელ სოლში

Alliance Group
Alliance Group

მადრიდში დაფუძნებული დიზაინ სტუდია Febrero Studio-მ კოსტა დელ სოლში ძველი ბეტონის სახლი კურორტის მსგავს საზაფხულო სახლად გარდაქმნა  ახალგაზრდა ოჯახისთვის.

Febrero Studio-ს ეს ანდალუსიური თავშესაფარი ერთგვარად ტრადიციული ესპანური ვილის რეინკარნაციაა. ფორმისა და მასალის გამარტივებით, ასევე მთის თვალწარმტაცი ხედებით, Febrero Studio-მ შექმნა ადგილი, რომელიც მის მაცხოვრებლებს თითქმის ყოველ ჯერზე უღვიძებს შვებულებაში ყოფნის განცდას.

სახლის მარცხენა მხარე განკუთვნილია სამზარეულოსთვის, კვებისთვისა და დასვენებისთვის, ხოლო სახლის მარჯვენა მხარე მოიცავს საძინებლებსა და სველ წერტილებს.

სამხრეთ ესპანეთის პროვინციებში გავრცელებული სტილის შესაბამისად, Febrero Studio-მ შეინარჩუნა თავდაპირველი სახლის სრულიად თეთრი იერსახე. Febrero Studio-ს თანადამფუძნებელი იესო დიაზ ოსუნა ამბობს, რომ დიზაინის მთავარი მიზანი იყო სახლის გარე სივრცესთან მაქსიმალურად დაკავშირება. ამ მიზნის მისაღწევად, შეირჩა კირქვის იატაკი, რომელიც ქმნის სახლის საფუძველს როგორც შიგნით, ასევე გარეთ, თბილი ტონის ხის და შავი ფოლადის ჩარჩოს აქცენტებით. „ჩვენ ვიყენებდით მასალებს, რომლებიც ბუნებრივია, რათა შეგვექმნა სითბოს შეგრძნება,” – ამბობენ სტუდიაში.

მასალების ფერთა პალიტრა ქმნის ერთიანობის განცდას შიდა და გარე საცხოვრებელ სივრცეებს ​​შორის. ამ ერთიანობას კიდევ უფრო ამძაფრებს შიგნით და გარეთ მდგომი რბილი ავეჯი და ნაქსოვი ფარდაგები.

აგურის ნაგებობა გამოყოფილია სახლის დიზაინისგან და სხვა სტილითაა აგებული. ეს მარტივი, მაგრამ ფუნქციონალური სახლის გეგმა ხაზს უსვამს ესპანური ცხოვრების წესს, რომელშიც დიდი ყურადღება ექცევა აუზთან კერძების მომზადებას.

ერთი სიტყვით, Casa JMA არის მშვიდი, ხმელთაშუა ზღვის ოაზისი, რომელიც შექმნილია ესპანეთის სამხრეთ სანაპიროზე ცხოვრების ნელი ტემპის შესაგრძნობად.

დიზაინ სტუდია: Febrero Studio

ფოტოგრაფი: German Saiz

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

სასადილო ოთახის დიზაინი – 7 გამორჩეული პროექტი საქართველოდან

გაიცანით IPS თრეიდის პროექტები, სერვისები და საერთაშორისო ბრენდები