in

როგორ გავაფორმოთ ბუხარი მარტივად?

ზამთარი შეიძლება მოვიდეს და წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ბუხარი სადმე მიდის. ბუხარი სახლში თავისთავადაც ქმნის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს, თუმცა, თქვენ მარტივად შეგიძლიათ, ის უფრო ელეგანტური გახადოთ. საამისოდ კი, გადავწყვიტეთ, რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ.

ძველისა და ახლის შერწყმა

ეს ბუხარი ძველებურ სახლში მდებარეობს, თუმცა, მისი მფლობელი ეცადა, მისთვის თანამედროვე ელემენტები დაემატებინა – მაგალითად, პატარ-პატარა ობიექტები და კედლის მოხატულობა, რომელიც ამ კუთხეს ძალიან ორიგინალურს ხდის.

შეღებეთ შავად

თუკი გსურთ, რომ აგურის ბუხარი უფრო თანამედროვე გახადოთ, მუქი ფერის საღებავი ამას ნამდვილად შეძლებს. გახსოვდეთ, რომ მუქი ფერები ყოველთვის უფრო დახვეწილს ხდის სახლის ამა თუ იმ კუთხეს. შავი ბუხარი კი ბევრისგან კარგად ნაცადი პრაქტიკაა, რომელიც ყოველ ჯერზე ამართლებს.

შეღებეთ გარემო

უფრო ტრადიციული ბუხრისთვის თანამედროვე იერსახის მისაცემად, შეღებეთ მიმდებარე კედლები ბუხრისგან განსხვავებულ ფერში და დაამშვენეთ ოთახი ეკლექტური ავეჯითა და თანამედროვე განათებით.

აირჩიეთ სიმყუდროვე

მიმართეთ ბუხრის კუთხე უკიდურესი სიმყუდროვისკენ. დაამატეთ ამ კუთხეში რბილი ავეჯი, ხალიჩა, თბილი ტონები, სანთლები, წიგნები და ა.შ – ყველაფერი ის, რაც თქვენთვის მყუდრო აურას ქმნის.

მოათავსეთ კედელში

თუკი ულტრათანამედროვე ბუხარი გნებავთ, საამისოდ იგი კედელში უნდა დაამონტაჟოთ. შედეგად ის ჩაშენებული ტელევიზორივით გამოჩნდება. თანამედროვე დიზაინის სახლებში ხშირად არჩევენ ამგვარ მიდგომას.

სკანდინავიური ბუხარი

სკანდინავიური სტილით შთაგონებული ოთახი ასე გამოიყურება: ცხვრის ტყავი, მინიმალისტური დეკორი და ორგანული ავეჯი. ეს გამარტივებული ბუხარი იდეალურად შეეფერება თანამედროვე, მოწესრიგებულ მისაღებ ოთახს. ჩაშენებული ხის შესანახი განყოფილება ასევე ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

განაახლეთ მარტივად

იმის მაგივრად, რომ სრულიად გამოცვალოთ ძველი ბუხარი, თავადვე შეგიძლიათ, მარტივად გააფორმოთ იგი – ამისთვის კარგი ვარიანტია კერამიკის ფერადი ფილები. შემდეგ უკვე შეგიძლიათ ამავე ფერს სხვადასხვა დეკორი შეუთავსოთ ისე, როგორც ამ ფოტოზეა ნაჩვენები.

არქიტექტორების თეთრი ბინა ხის ელემენტებით – Blockstudio-ს ნამუშევარი

30 კვ/მ “ხრუშჩოვკის” სრული რედიზაინი დიღმის მასივში – ანანო მეგრელიშვილის ნამუშევარი