in

არქიტექტორების თეთრი ბინა ხის ელემენტებით – Blockstudio-ს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ვლადიმირ ბელუსოვს და ნატალია ტროფიმოვას საკუთარი არქიტექტურული სტუდიები აქვთ, თუმცა, მათ აქამდე არასდროს გაუკეთებიათ ერთობლივი პროექტი, გარდა საკუთარი ბინისა. ბინა არის 130 კვ.მ. და მის დაპროექტებას, მათივე თქმით, დიდი დრო არ დასჭირვებია – აქ არის პროპორციული ოთახები, პრაქტიკულად არ არის დერეფნები და სახლი მაქსიმალურად დატვირთულია დღის განათებით.

“დერეფანში და სველ წერტილებში ბუნებრივი დღის სინათლის შეშვება ჩემთვის მიმზიდველი ვარიანტი იყო. ბუნებრივი სინათლის სიჭარბე სახლს სიმსუბუქეს ანიჭებს,” – ამბობს ნატალია.

კედლებს ჩაუტარდა რესტავრაცია და თეთრად შეიღება, იატაკზე კი ხის პარკეტი დაიგო. თეთრი ფერი საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა, რადგან ბინა პირველ სართულზეა და მასში არც ისე ბევრი ბუნებრივი შუქი შემოდის. ამ სახლში სასადილო ადგილიც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სახლის ოფისი, სადაც არქიტექტორები მეგობრებთან ერთად იკრიბებიან. ინტერიერში ბევრი სხვადასხვანაირი ტიპის განათება და რამდენიმე ანტიკვარული ნივთი გვხვდება, რომელიც წყვილმა მემკვიდრეობით მიიღო წინა თაობებისგან.

“მახსოვს, ჩემი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების ბინების კედლები იატაკიდან ჭერამდე ხელოვნების ნიმუშებით იყო დაფარული”, – ამბობს ვლადიმერი. „ჩვენს მეგობრებს შორის ბევრი მხატვარია და ჩვენს კოლექციაში ძირითადად მათი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ან ისეთი ნახატები, რომლებსაც შემთხვევით გადავაწყდით. არ არსებობს სისტემა ჩვენს კოლექციურ ხელოვნებაში, გარდა ერთი პრინციპისა, რომ ის უნდა გვიყვარდეს. ერთადერთი გამონაკლისი არის სერგეი ჟავორონკოვის ნამუშევრები – მხატვრის, რომლითაც აღფრთოვანებული ვართ და რომლის ნამუშევრებს ვაგროვებთ.”

არქიტექტურული სტუდია: Blockstudio

ფოტოგრაფი: Mikhail Loskutov

ბინა თანამედროვე ელემენტებით შავიშვილის ქუჩაზე – ანინია ფხაკაძის ნამუშევარი

როგორ გავაფორმოთ ბუხარი მარტივად?