ფოტო: miamiherald.com
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საცხოვრებელი კომპლექსების სპორტული თუ საბანკეტო დარბაზები და აუზები ცარიელია მთელი ამერიკის მასშტაბით. თუმცა, დიდი მოთხოვნით სარგებლობს იგივე სახლების კეთილდღეობაზე და ჯანმრთელობაზე მორგებული ობიექტები.
ბოლო 2 წლის მანძილზე შესამჩნევი გახდა დეველოპერული კომპანიების ახალი მომსახურების ტესტირება, რაც ტერიტორიაზე მედპუნქტის გამოყოფას გულისხმობს. ხაზგასასმელია, რომ წლევანდელმა პანდემიამ მსგავს პროექტებზე მოთხოვნა გააათმაგა.
ფოტო: architecturaldigest.com
სამხრეთ ფლორიდაში, დეველოპერულმა კოპმანია “CC Homes”-მა უფასო ტელემედიცინა შესთავაზა მათი კომპლექსის ბინადრებს. მათ სამედიცინო მომსახურებას არაკომერციული კლინიკების ქსელი “Baptist Health South Florida” გაუწევს. ”BHSF-ს გააჩნია 10 საავადმყოფო და 100-ზე მეტი ამბოლატორიული ცენტრი რეგიონში.
“CC Homes”-ის ბინების მეპატრონეებს 2019 წლის დეკემბერში ციფრული დიაგნოსტიკური მოწყობილობა “TytoCare” გადაეცათ და ამასთანავე “BHSF”-ის ერთწლიანი, ულიმიტო საწევრო.
“TytoCare” მრავალფუნქციური მოწყობილობაა, რომელიც ექიმთან ფიზიკური ვიზიტის გარეშე ეხმარება ადამიანს დიაგნოზის დასმაში. ამ მოწყობილობას შეუძლია ტემპერატურის და გულისცემის გაზომვა. ასევე, ექიმს საშუალებას აძლევს პაციენტებს დისტანციურად შეუმოწმონ კანი, ყურები, ფილტვები და ყელი.
აღსანიშნავია, რომ “CC Homes”-ის ახალი მიგნება ბევრი სამშენებლო კომპანიისთვის გახდა მისაბაძი და აქტიურად ცდილობენ იგივე სერვისის დანერგვას სხვადასხვა საცხოვრებელ კომპლექსებში.
ფოტო: tytocare.com
ფოტო: startuphub.ai
ფოტო: techcrunch.com