ყველა დიზაინერი ოცნებობს, დაიწყოს პროექტი ცარიელი ფურცლით. დიზაინერულ ფირმა David/Nicolas-ს სწორედ რომ ასეთ სამ საძინებლიან, თეთრი სახლზე მუშაობა ერგოთ Herzog & de Meuron-ის ახალ, ბეირუთის მაღალსართულიან კორპუსში. ინტერიერი მათ ლიბანელი ცოლ-ქმრის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოეწყოთ და ამიტომაც, მათი მთავარი გამოწვევა კლიენტების იდენტობის წინ წამოწევა იყო.
ბინის ინტერიერის შექმნა დაიწყო შემდეგი ნივთით: მისაღებ ოთახში დაფენილი Ziegler-ის ხალიჩით, რომელიც უშუალოდ ბეირუთის ანტიკვარულ მაღაზიაში იყო შეძენილი. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წყვილისთვის, რომლის გატაცებას ანტიკვარული ფარდაგები წარმოადგენდა.
“ცოლ-ქმარს სურდა მიმზიდველი სივრცის შექმნა, რომელიც თან თანამედროვე იქნებოდა და თან ტრადიციულ ელემენტებსაც გააერთიანებდა. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა ეგრძნოთ თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში,” – ამბობენ დიზაინერები.
ამ იდენტობის წარმოსაჩენად, წყვილმა მოიფიქრა სივრცის განმსაზღვრელი ელემენტი: ხის პანელები მისაღები ოთახის მოპირდაპირე კედლებზე. თითოეული ნაჭერი არის ხელნაკეთი და მოჩუქურთმებული, რომელიც ეხმიანება კლიენტების ეგვიპტურ მემკვიდრეობას. პანელებს შორის არის საგულდაგულოდ შექმნილი ფილები. კუთხის მაგიდა თავისი სამკუთხა გრავიურებითა და წითელი ძირით ჰარმონიულად ერწყმის Ziegler-ის ხალიჩის ფერებს.
თავის მხრივ, სამზარეულოს ცოტა მეტი მანევრირება დასჭირდა. ის უკვე დასრულებული იყო, მაგრამ მისი პრიალა თეთრი ტონი არ ჯდებოდა დანარჩენ სივრცეში. წყვილმა გადაწყვიტა, შეეცვალათ კარადების ნაწილი და ჩაენაცვლებინათ მუქი ნაცრისფერი მარმარილოთი.
მიუხედავად ბინის თანამედროვე ელემენტებისა, სახლი სავსეა ძველი, ტრადიციული მაგიით. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით დიზაინერები, მაგრამ ჩვენ მათთან დიალოგით ვქმნიდით ინტერიერს“, – აღნიშნავენ დიზაინერები.
დიზაინ სტუდია: David/Nicolas
ფოტოგრაფი: Matthieu Salvaing