in ,

ძველისა და ახლის საუცხოო სინთეზი – არქიტექტორ გოგიკო საყვარელიძის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს და მისი მფლობელი ცნობილი არქიტექტურული სტუდია MUA-ს თანადამფუძნებელი – გოგიკო საყვარელიძეა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, იგი არასდროს გეგმავდა ბინის შეძენას ამ უბანში და ეს გადაწყვეტილება ძალიან სპონტანურად მიიღო. ეს მოხდა დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც მას უძრავი ქონების აგენტმა ერთი “საინტერესო” სივრცის ნახვა ურჩია.

“როდესაც შევედი და ვნახე ეს ორნამენტებით მოხატული ბინა, ძალიან მომეწონა. ასე “შემთხვევით” შევიძინე ის”, – გვიამბობს გოგიკო

გასაკვირი არ არის, რომ ინტერიერის დიზაინზე თავიდან ბოლომდე თავად იმუშავა. როგორც გოგიკო აღნიშნავს, სახლის ორიგინალური სტილიდან გამომდინარე, ის მინიმალურად ჩაერია სივრცის გადააზრების პროცესში და ეცადა, რომ მისი ავთენტურობა შეენარჩუნებინა.

“ძალიან პატარა ცვლილებები შევიტანე ინტერიერში. პირველ რიგში, ძველი ოთახების მხატვრობის აღსადგენად რესტავრატორს მივმართე. ასვე განვაახლე სამზარეულო და სველი წერტილი. სხვა დანარჩენი კი თითქმის ხელუხლებელი დავტოვე.”

ბინაში გვხვდება ულამაზესი ორმხრივი ბუხარი, რომელიც ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია და მაშინვე იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას.

ინტერიერის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ მასში გვხვდება ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმა. გოგიკო საყვარელიძემ მოახერხა და შექმნა სრულიად ორიგინალური საცხოვრებელი სივრცე, სადაც ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია 30-იან წლებში აგებული სახლის ძველებური მოხატულობა და მოდერნისტული ავეჯი თუ აქსესუარები. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი რესპონდენტის პროფესიონალიზმში და ხაზს უსვამს მის დახვეწილ გემოვნებას.

 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

საახალწლო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ლიფტი საცხოვრებელ კორპუსში?