in

საახალწლო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“

თბილისის ისტორიულ უბანში მშენებარე მრავალფუნქციური პროექტი „მოედანი“ წინასაახალწლო აქციას იწყებს. მომხმარებლებს, საშუალება ექნებათ ისარგებლონ ინდივიდუალური – მათ მოთხოვნებზე მორგებული შეთავაზებებით. ამისთვის კი აპარტამენტების შეძენის მსურველები უნდა ეწვიონ პროექტ „მოედანის“ ოფისს თბილისში, რომელიც ნიკოფორე ირბახის ქუჩაზე მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ პროექტ „მოედანზე“ სამშენებლო სამუშაოები უკვე ფინალურ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, ხელმისაწვდომი აპარტამენტების რაოდენობა შეზღუდულია.

აქცია ძალაშია 31  დეკემბრამდე.

მოედანიადგილი, სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი.

ავლაბრის ცენტრში მდებარე „მოედანი“ უნივერსალური ადგილია თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ უძრავი ქონების პრემიუმ პროექტს, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში.

1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული უნიკალური არქიტექტურის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და რაც მთავარია, 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის. პროექტი 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს. პირველ სართულზე განთავსდება რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები.

„მოედანი“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს –
კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის
სისტემებით.

აღნიშნული კომპლექსის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ კომფორტის სხვადასხვა პირობებით, მათ შორის: მრავალფეროვანი სივრცეებით სოციალიზაციისთვის, რესტორნებით,კაფე/ბარებით, საგამოფენო სივრცით, ავტოსადგომით, საერთო სამუშაო
სივრცეებითდა კეთილმოწყობილი ტერიტორიით.

პროექტი „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შესაბამისად, „მოედანი“ მომხმარებელს გადახდის მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს. სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება წინასწარი შენატანის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია აპარტამენტის ღირებულების 80 %-ის გადახდა პროექტის ჩაბარებისას.

მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში სრულდება, დამატებით 6 თვე კი კომპლექსის
კეთილმოწყობას დაეთმობა.

[R]

მოგზაურობის მოყვარულების ნათელი ბინა პრაღაში

ძველისა და ახლის საუცხოო სინთეზი – არქიტექტორ გოგიკო საყვარელიძის ინტერიერი