in

კარლ ლაგერფილდის ცნობილი სახლები

Banner M2
Banner M2

დღეს ლეგენდარული კუტურიეს – კარლ ლაგერფილდის ყველაზე ცნობილი სახლები გვინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც უჩვეულო ინტერიერით გამოირჩევა.

სახლი მონაკოში

გასული საუკუნის 80-იან წლებში, კარლ ლაგერფილდი (Кarl Lagerfeld) ვერსალით იყო აღფრთოვანებული და მისი მონაკოს სახლის ინტერიერისთვის რამდენიმე ნივთის სპეციალური შეკვეთა ამ შთაგონებით გააკეთა. მაგალითად, ნაჭრები ლიონში დამზადა, ეს ქსოვილი ვერსალის ორიგინალურ ტექსტილს იმეორებდა. 1989 წელს სტუმრად ფოტოგრაფი ობერტო გილი მოიწვიეს, რომელმაც სურათები „Vоguе“-სთვის გადაიღო. 2000 წელს მონაკოში აუქციონი ჩატარდა, სადაც სახლი 21,7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ბინა საფრანგეთში

კარლ ლაგერფილდის პარიზული სახლი დიზაინერულ სალონს ჰგავს. მაესტრომ მყუდრო სახლზე არსებულ ორდინალურ წარმოდგენებზე უარი თქვა და ნამდვილი მომავლის სახლი შექმნა. 350 კვადრატული მეტრის სახლი ფაქტიურად უტიხროა. ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალი დიზაინერების – მარკ ნიუსონისა (Marc Newson) და ამანდა ლევეტის (Amanda Levete) მოვერცხლისფრო-მოთეთრო ავეჯია.

„ეს მამაკაცის ტიპური თავშესაფარია, ეგოისტის სამყოფელი. მე საჭმელსაც კი არ ვუმზადებ ჩემს თავს. ვერ ვიტან სამზარეულოს სუნებს“, – ამბობდა დიზაინერი თავის პარიზულ აპარტამენტებზე.

ვილა „ჟაკო“

სასახლე ჰამბურგის დასავლეთში მდებარეობს, ბლანკენეზეს რაიონში და ლაგერფილდის ყოფილი პარტნიორის, ჟაკ დე ბაშერის (Jacques de Bascher) სახელს ატარებს. ვილა 1920 წელსაა აშენებული და მას მანამდე “Villa Schüler“  ერქვა. შენობა მოიცავს 3 საძინებელს, სამ სააბაზანო ოთახს, სათავსოს, ვრცელ სასტუმრო ოთახს, ბიბლიოთეკას და ეზოს. უძრავი ქონება აუქციონზე 2018 წელს გამოიტანეს და ის10 მლნ. აშშ დოლარად შეაფასეს. დიზაინერმა ამ სახლში 1991-1998 წლებში იცხოვრა.

მონტე-კარლოს აპარტამენტები

1980-იან წლებში ლაგერფილდმა ბინა მხოლოდ „Memphis“-ის ობიექტებით გააწყო. ჯგუფის წევრები მხატვრები, არქიტექტორები და დიზაინერები იყვნენ, რომლებიც უჩვეულო ფერისა და კონსტრუქციის მქონე ნივთებს ქმნიდნენ. 1991 წელს „Sotheby’s“ აუქციონზე ამ სახლის მთლიანი კოლექცია გაიყიდა.

ბინა ნიუ-იორკში

დიზაინერის ჩვეული ძვირფასი ინტერიერებისგან განსხვავებით, ეს ბინა მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. მოდელიერმა ბინა 2006 წელს შეიძინა, თუმცა აქ არასდროს უცხოვრია.

აპარტამენტები აუქციონზე 5,2 მლნ. აშშ დოლარად იყო გამოტანილი.

ვილა მონაკოში

სამსართულიან ვილა „La Vigie“-ში ლაგერფილდი 1990-იან წლებში ცხოვრობდა. სახლი 1902 წელსაა აშენებული და მას შემდეგ მონაკოს სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე მხატვრულ სასახლედ ითვლება. 2017 წელს ვილა ფართო პუბლიკისთვის პირველად გაიხსნა და მისი ქირაობაც გახდა შესაძლებელი.

4 პრაქტიკული რჩევა ინტერიერის დიზაინერებისგან

პროდუქტის შექმნის გადაულახავი სურვილით მიღებული ენერგია – ინტერვიუ XYZ-ის დამფუძნებელთან