რა ჯობია, მაღალ თუ დაბალ სართულებზე ცხოვრება? არსებობს თუ არა ოქროს შუალედი და რომელი სართულებია ეს? დღეს ჩვენ ამ საკითხის გარკვევაში დაგეხმარებით და ამ მხრივ თქვენთვის არჩევანის გამარტივებას შევეცდებით.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. ყველა ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. გარდა ამისა, ბინის ყიდვის დროს, სახლის თავისებურებებისა და თქვენი პირადი ხასიათის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. ახალაშენებული ბინებიც კი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
პირველ რიგში, დავიწყოთ იმის გარკვევით, თუ რა ჯობია ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის – მიწასთან ახლოს თუ პირიქით, მისგან შორს ცხოვრება? რა თქმა უნდა, რაც უფრო ახლოსაა ადამიანი მიწასთან და ბუნებასთან, უკეთესია. თუმცა, ქალაქის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგი ადამიანი მისი საცხოვრებლის თავზე აღმართულ მთელ რკინა-ბეტონის კონსტრუქციასა მძაფრად შეიგრძნობს და დისკომფორტს განიცდის.
ქალაქის ხმაური, მტვერი და ნესტი დაბალ სართულებზე უფრო იგრძნობა. ხედებიც და მზის შუქიც, ამ შემთხვევაში, უფრო შეზღუდულია. სიმაღლის მატებასთან ერთად კი ეს შემაწუხებელი ფაქტორები სუსტდება, თუმცა მეორე მხრივ, მაღალი სართულის ბინა დეპრესიული, სიმაღლის მოშიში და კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული. კვლევების თანახმად, ზოგისთვის სიმაღლეზე მუდმივი ყოფნა სხვადასხვა ფობიებს, აპათიასა და სხვა ფსიქოლოგიურ აშლილობას იწვევს. აქედან გამომდინარე, საბოლოოდ ისევ ადამიანის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე დავდივართ. შესაბამისად, ზოგადად მხოლოდ დაბალი და მაღალი სართულების სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბარი შეიძლება.
დაბალი სართულების სუსტი მხარეებია:
- შეზღუდული ხედები და მწირი ბუნებრივი განათება;
- უფრო მეტი ხმაური, გამონაბოლქვი, მტვერი, ჭუჭყი, გზისგან გამოწვეული ვიბრაცია
- ძველ სახლებში – ნესტი, სიცივე, სარდაფიდან ამოსული სოკო და ობი, მწერებთან და მღრღნელებთან ახლო მეზობლობა
ძლიერი მხარეები:
- მყიდველების მენტალობიდან გამომდინარე, მაღალ სართულებთან შედარებით უფრო იაფია;
- საგანგებო სიტუაციების დროს (მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ.) თავის დაღწევის სიმარტივე;
- შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მოხერხებულობა;
- ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ბინაში შესვლის სიმარტივე;
- წყლის მაღალი წნევა.
მაღალი სართულების სუსტი მხარეებია:
- საგანგებო სიტუაციების დროს ბინიდან სწრაფად გამოსვლის სირთულე;
- ლიფტის გაფუჭების შემთხვევაში, ბინაში მოხვედრის სირთულე;
- მაღალ სართულებზე წყლის წნევის სისუსტე;
- ლიფტის ძრავისა და ქარის ხმით გამოწვეული დისკომფორტი
- ძველ სახლების შემთხვევაში – ზაფხულში გადახურებული ჭერი
ძლიერი მხარეები
- სიმაღლის ზრდასთან ერთად, მცირდება ქუჩიდან მომავალი ხმაური, მტვერი, ჭუჭყი, ნესტი, გამონაბოლქვი, ხოლო მე-8 სართულის ზევით სმოგიც აღარაა შემაწუხებელი;
- მეტი ხედები და ბუნებრივი სინათლე;
- არ გვაწუხებს “ზედა მეზობლის” ხმაური
მაინც რომელი სართულია უმჯობესი საცხოვრებლად? ამ კითხვით ჩვენ “ნამაი ვაკეს” პროფესიონალთა გუნდს მივმართეთ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვარიანტს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები გააჩნია, არსებობს რამდენიმე მომენტი, რაზეც ბინის შეძენის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს:
- თუ ირგვლივ ისეთივე მაღალი სახლებია, როგორც თქვენი, მაღალი სართულის აუცილებლობა აზრს კარგავს, რადგან ლამაზი პანორამა სავარაუდოდ არ გექნებათ;
- გამოიკვლიეთ შესაძენი ბინის ირგვლივ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. თუ ახლომახლო გადატვირთული გზები არ არის, ეს სართულების არჩევანის დიაპაზონს ზრდის;
- დააზუსტეთ ბინის ევაკუაციის გეგმა და წყლის მომარაგების სისტემა. თუ წყლის ძრავა სარდაფშია, შესაძლებელია „პიკ-საათებში“ ზედა სართულებზე წყლის ნაკადის პრობლემა შეიქმნას.
საბოლოო ჯამში, პროფესიონალების უმთავრესი რეკომენდაციაა ბინის შეძენამდე ყველა შესაძლო პრობლემური წერტილის შესწავლა და მათი აღმოფხვრის ვარიანტების განხილვა. თუმცა, თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებული სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში, როგორიც ნამაი ვაკეა”, ყველა მაჩვენებელი მობინადრეების კომფორტზეა მორგებული. შესაბამისად, მაღალ სართულებზე ქარი შესაძლებელია მაღალი ხარისხის ფანჯრებმა გაანეიტრალოს, ისევე როგორც მეზობლების ხმაური – სახლის ხარისხიანმა ხმის საიზოლაციო სისტემამ. თანამედროვე ლიფტები თითქმის უხმაუროდ მუშაობს. კომპლექსს შესაძლებელია ისეთი ეზო ჰქონდეს, რომ პირველი სართული ნამდვილი „მისწრება“ იყოს. ბოლო სართულზე გაშენებული ტერასა კი პატარა “ოაზისად” მოგვევლინოს. თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები ადამიანების კომფორტს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. მთავარი მშენებლის კეთილსინდისიერებაა. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ბინის შეძენას მაღალი რეპუტაციის მქონე სამშენებლო ჯგუფისგან გეგმავთ, მაშინ პირველი და ბოლო სართულიც მხოლოდ თავისი ძლიერი თვისებებით გაგახარებთ.