in

GREMO – საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა

უძრავი ქონების სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანია. 2020 წლის მონაცემებით ამ სექტორის ბრუნვის წილი, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 7%-ზე მეტს შეადგენდა. დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურება მკვეთრად მაღალია ბიზნეს სექტორში საშუალო ანაზღაურებასთან მიმართებაში და ის დაახლოებით 29-ჯერ აღემატება საშუალო პარამეტრს.

უძრავი ქონება დღეს საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია , რაც ყოველწლიური გაყიდვების სტატისტიკაშიც ჩანს, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები რეპორტების  სახით აქვეყნებენ.

მიუხედავად პანდემიისა, არათუ შემცირდა მოთხოვნა უძრავი ქონების მიმართ, არამედ მოიმატა (გარკვეულ უბნებსა თუ ქალაქებში). გაყიდვების  კომპანია “პროსპექტი” 4 წელია, რაც ამ სფეროში გაყიდვების აუთსორსინგით არის დაკავებული და მუდმივად აკვირდება ბაზრის დინამიკას, თუმცა, აქამდე დაკვირვების მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი – გაყიდული ბინების სტატისტიკა (რაოდენობები უბნების მიხედვით, ფასების ზრდა/კლება და ა.შ.), რაც გარკვეულ წარსული ფაქტების ანალიზს ქმნის, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რეალურად გამოჩნდეს რა იმალება მომხმარებლის მოთხოვნის უკან, ანუ რა არის რეალურად მომხმარებლის ინტერესი, სურვილი და მიდგომა, რომლის შედეგადაც ხდება უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილების მიღება.

2021 წლის მეორე ნახევარში, ჩვენ, კვლევით კომპანია “ანოვასთან” ერთად  დავიწყეთ “მომხმარებლის ქცევის კვლევა” რაც გახდა ღონისძიების „GREMO“ ერთ-ერთი მთავარი თემა.

“კვლევის შედეგად ჩვენ გვინდა მკაფიოდ დავინახოთ, რა სურს  მომხმარებლებს. რატომ არის და რა განაპირობებს მოთხოვნას. უძრავი ქონების მიმართ პოზიტიური, რეალური საჭიროება და შესყიდვის მიზანშეწონილობა თუ არასაკმარისი საინვესტიციო პროდუქტები ქვეყნის ბაზარზე, ან საერთოდ სხვა ფაქტორები. ასევე ვიკვლევთ როგორ გზას გადის მომხმარებელი ძიების პროცესიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინ არის მასთან ერთად ჩართული ამ პროცესში, რა არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, მისაღები და მიუღებელი. ასევე ამ კვლევით გვინდა გავიგოთ როგორია მყიდველების მიგრაცია, ანუ რომელი უბნიდან რომელ უბანში ხდება მიგრაცია და ამ კუთხითაც როგორია მყიდველის ქცევა. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი არის აღნიშნული კვლევა გავუზიაროთ დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებს ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევქმენით კონფერენცია GREMO (Georgian Real Estate Market Overview – საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა)”, – ლევან ელიზბარაშვილი.

„GREMO”-ს ყოველწლიურად ჩატარების მიზანია მოხდეს უძრავი ქონების  ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, დეველოპერებმა შეძლონ, საკუთარი ბიზნეს გეგმები მოარგონ მომხმარებლის ქცევას. ასევე ღონისძიების ფარგლებში, ჩვენი მიზანია კვლევების, სტატისტიკის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, არქიტექტურული თუ საინჟინრო სიახლეების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დეველოპერებისთვის გაზიარება. ამ ფორმით ჩვენ, “პროსპექტი” და პარტნიორი კომპანიები, ვცდილობთ დავეხმაროთ დეველოპერულ კომპანიებს  და მთლიანად სექტორს განვითარებაში. აღნიშნული ხედვა და იდეა მალევე მოიწონეს ჩვენმა პარტნიორმა კომპანიებმა, რომელთა დახმარებითაც და გვერდში დგომითაც ვახორციელებთ GREMO 2021-ს,” – გუგა კობახიძე

GREMO  ჩატარება მიმდინარე წლის 22 დეკემბერს იგეგმება სასტუმრო „რედისონში“ და მასში მონაწილეობას 70-მდე დეველოპერული კომპანია მიიღებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • როგორია მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ძიება/შესყიდვისას
  • როგორია წარმატებული არქიტექტურა – დაგეგმარებიდან შეთანხმების ჩათვლით
  • როგორ შეიძლება დეველოპერულმა ბიზნესმა მოიზიდოს დაფინანსება სხვადასხვა არხებიდან და გაზარდოს მომგებიანობის მარჟა
  • გაყიდვების და მარკეტინგის არხების და გზების გამოყენება

ელეგანტური ბინა თარხნიშვილის ქუჩაზე – გალერისტ კრის გესკიერის ინტერიერი

The Why Not Gallery Gift Shop-ს – ხალიჩების ახალი კოლექცია დაემატა