in

მოგვიყევი ისტორია და მოიგე რემონტი – „ციტადელი“ საიუბილეო კამპანიას იწყებს!

„მოიგე რემონტიმოგვიყევი ისტორია“- ეს სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზიათა  ქსელ „ციტადელის“ კამპანიაა – გათამაშება და დიდი საახალწლო ფასდაკლებები კომპანიის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობისთვის, თქვენი ამბავი, კომენტარის სახით, „ციტადელის“ ოფიციალურ Faceebook გვერდზე უნდა დატოვოთ. 

„რემონტის მოყვარულებს, საშუალება გეძლევათ, ჩაერთოთ ჩვენს კონკურსში და მოიგოთ:

  • ოთახის რემონტი
  • 500- ლარიანი სასაჩუქრე ბარათი
  • სპეციალური საჩუქარი

წესები მარტივია – თქვენ გვიყვებით რემონტთან ან მშენებლობასთან დაკავშირებულ ამბავს და ჩვენ გადმოგცემთ ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთს. 

ოთახის რემონტი საჩუქრად გადაეცემა ყველაზე მეტი დადებითი რეაქციისა და მოწონების მქონე კომენტარის ავტორს. 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი – „ციტადელის“ რჩეულს, სპეციალურ საჩუქარს კი მიიღებს ბოლო კომენტარის ავტორი (კომენტარად არ ჩაითვლება ემოციები, სასვენი ნიშნები).

გათამაშება 30 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება. 

„დაგვიტოვეთ კომენტარის სახით თქვენი ისტორია და გამარჯვებით შექმენით ახალი თავგადასავალი „ციტადელთან“ ერთად.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 20-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, ჩვენს მაღაზიებში მოსულ მე-10 იღბლიანმომხმარებელს, 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა“. 

[R]

როგორ გავაფორმოთ მაგიდა სადღესასწაულოდ – Homeis.ge-ს 4 იდეა შოპინგ სქემით

აითვისე სახლის ყველა კუთხე ევროპროდუქტთან ერთად საახალწლოდ