in

საახალწლოდ მორთული შენობები – Homeis.ge-ს რამდენიმე რჩეული

ახალი წელი, კარგა ხანია, თბილისსა და მის შემოგარენში აქტიურად იგრძნობა.. და რადგან საახალწლო დეკორიც ინტერიერის განუყოფელი ნაწილია, დავინტერესდით, თუ როგორ გააფორმა ამა თუ იმ დაწესებულებამ საკუთარი გარემო.. ბევრი ვათვალიერეთ და რამდენიმე მათგანმა ჩვენი ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო. აღმოვაჩინეთ, რომ ამ ადგილებისთვის ახალი წელი არამხოლოდ ერთ-ერთი მორიგი დღესასწაული, არამედ ნამდვილი ზეიმი, რომელსაც ირგვლივ მყოფთათვის ბედნიერება მოაქვს.

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტი არასდროს ღალატობს ტრადიციას, ინტერიერი საახალწლოდ განსაკუთრებულად გააფორმოს.. რაც დრო გადის, ყოველ ახალ წელს ის სულ უფრო და უფრო აუმჯობესებს საახალწლო მორთულობას. წლევანდელი გაფორმება კი მაინც ყველაზე აღმაფრთოვანებელია!

Tbilisi Marriot Hotel

თბილისის მერიოტი ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია, რომელიც საახალწლოდაა მორთული. რუსთაველის საოცარ განათებებს ტოლს არ უდებს თავად სასტუმროც და ექსტერიერსა და ინტერიერშიც უხვად გვხვდება განათებები, საახალწლო ინსტალაციები და ნაძვის ხეები.

Stamba Hotel

ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ დახვეწილი ინერიერის მქონე სივრცეში დახვეწილი საახალწლო მორთულობაც გვხვდება. აშკარაა, რომ ორგანიზატორებმა საკმაოდ იზრუნეს, კლასიკური და, ამავდროულად, თანამედროვე სივრცე საახალწლო თავგადასავლად ექციათ.

რესტორანი “Weller”

მორთული თბილისის თვალიერებისას თვალში მოგვხვდა რესტორანი “უელერის” შესასვლელის ეს დეკორაციაც, რომელიც ალბათ ნამდვილად ყველა გამვლელს უბიძგებს, ამ კარის იქით შეიხედონ.

რიგი გასტროდუქანი

ამ ფერად-ფერადი მორთულობებიდან, აბა რა გასაკვირია, რომ გასტროდუქანმა ქართული, ტრადიციული გაფორმება არჩია.. ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ქართული სული ყველაზე მეტად იგრძნობა?!…

წინანდლის მამული

ისედაც მაგიური წინანდლის მამული საახალწლოდ კიდევ უფრო მაგიური გახდა. რადისონ ქოლექშენი ორიგინალურ, აღმაფრთოვანებელ განათებებსა და დეკორს ხომ ნამდვილად არ უჩივის, თუმცა, როგორც ჩანს, საახალწლო განწყობის შესატანად მასზე განსაკუთრებულად იზრუნეს წელს.

Smart Capital Group

როგორც “სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დამფუძნებელი, ნათია ჩხარტიშვილი გვიამბობს, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შეუქმნან არამხოლოდ ჯანსაღი სამუშაო გარემო, არამედ იზრუნონ მათ განწყობაზეც. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ოფისის საახალწლო მორთულობა, რომელიც წელს გამორჩეულად ლამაზია. ინტერიერში გვხვდება სადა და დახვეწილი სტილის საშობაო დეკორაციები, რაც ჰარმონიულად ერწყმის სივრცის ხასიათსა და სტილს.

The Why Not Gallery Gift Shop-ს – ხალიჩების ახალი კოლექცია დაემატა

ძველი ხის კაბინის ახალი სიცოცხლე მიტოვებულ სოფელში – Veris Design Studio-ს ნამუშევარი