in

საკვები პროდუქტებისგან შექმნილი საშობაო დეკორაციები ინტერიერისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ალბათ არც ერთი დღესასწაულის დეკორაციებია ისეთი მრავალფეროვანი, როგორც  საშობაო… ერთი შეხედვით, თუ მოვინდომებთ, შობისთვის თითქმის ყველაფრის დეკორაციად გადაქცევას შევძლებთ. ეს ეხება საკვებსაც – ხშირად, სწორედ რომ საკვებ პროდუქტებს იყენებენ ამ დღესასწაულის გასალამაზებლად. ამ ფაქტმა კი, მოგვცა შთაგონება, საკვები პროდუქტისგან დამზადებული საშობაო დეკორაციები გაგიზიაროთ, რომლებიც ხშირად ინტერიერისთვის ხასიათის მიმცემი დეტალები ხდებიან. მაშ, ასე:

1. ჯინჯერის ორცხობილები

ჯინჯერის მთლიან სახლთან ერთად, ამავე მასალისგან დამზადებული ორცხობილები საახალწლო განწყობის განუყოფელი ნაწილია. მისი მდგრადი კონსისტენცია და ჯინჯერის საახალწლო არომატი საშუალებას გვაძლევს, ჩვენთვის სასურველი ფორმისა და ზომის დეკორაცია-ორცხობილები გამოვაცხოთ. შემდეგ კი შეგვიძლია, ისინი თოკზე ავაცვათ და ჩამოვკიდოთ ნაძვის ხესთან ახლოს, ან უბრალოდ სახლის რომელიმე კუთხეში დავალაგოთ.

2. გამომშრალი ფორთოხალი

ფორთხოლისა და, ზოგადად, ციტრუსის არომატი ნამდვილადაა ახალი წლის თანმდევი. სწორედ ამიტომ, ინტერიერის გასალამაზებლად ამ დროს ხშირად იყენებენ ფორთოხლის გამომშრალ ნაჭრებს, იგივე ფორთოხლის ჩირებს. ისინი შეგიძლიათ დაკიდოთ როგორც ნაძვის ხეზე, ასევე ჯინჯერის ორცხობილების მსგავსად, ააცვათ თოკზე და ჩამოკიდოთ სასურველ ადგილას, მაგალითად ფანჯარასთან. ფორთოხლის ჩირები ასევე შეგიძლიათ საახალწლო მაგიდაზე დარიჩინის ჩხირებთან ერთად მოათავსოთ.

3. საახალწლო პიტნის კანფეტები

ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და გავრცელებული საახალწლო დეკორი არის პიტნის ხვეულა კანფეტები, რომლებიც უფრო მეტად სივრცის გასალამაზებელ ნივთს წარმოადგენს, ვიდრე საკვებ პროდუქტს, მიუხედავად მისი შემადგენლობისა. ისინი შეგიძლიათ სახლის ნებისმიერ ადგილას დადოთ – ნაძვის ხიდან დაწყებული, მცირე მაგიდებით, კარადებითა თუ საახალწლო სუფრით დამთავრებული.

4. თეთრი შოკოლადის ფიფქები

აი, ეს კი, ისეთი დეკორია, რომელიც რთულია, არ შემოგვეჭამოს. თუკი ხელი მიგიწვდებათ ფიფქების ფორმებზე, აუცილებლად სცადეთ მისი თქვენით დამზადება. შოკოლადი ხომ ნაძვის ხესაც ისევე უხდება, როგორც სუფრას!

5. მარწყვის ნაძვის ხე

საშობაო დესერტები თან დეკორატიული და თან მარტივი უნდა იყოს. დიდი შანსია, მარწყვითა და შოკოლადით დამზადებული ნაძვის ხით შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს სტუმრებზე ახალ წელს. თანაც – ის ხომ სწორედ იმ ფერებშია, რა ფერებიც ახალ წელს უხდება!

საახალწლო რუბრიკის წარმდგენია თეთრი კვადრატი.

კარპეტერია – ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ქართული ხალიჩები

#Homeisინსპირაცია – სამზარეულოსა და სასტუმრო ზონების გაერთიანების 10 საინტერესო მაგალითი