in

ტური Camila Cabello-ს ლოს ანჯელესის სახლში

Banner M2
Banner M2

ამ სტატიაში ცნობილი მომღერალის, კამილა კაბელოს სახლის შესახებ უნდა გესაუბროთ. მისი სახლი ლოს-ანჯელესში მდებარეობს და ის სრულად ესპანური არქიტექტურული სტილითაა აგებული. სწორედ ეს სტილი განაპირობებს, რომ სახლის ეზო იდეალურია ზაფხულის წვეულებებისთვისა და უბრალო თავშეყრებისთვისაც.

სახლს აქვს გრძელი და ვიწრო დიზაინი და აქ ღია და დახურული სივრცეები ერთმანეთთან იდეალურადაა შერწყმული. შეიძლება ითქვას, რომ სახლი, გარკვეულწილად, ღია გეგმითაა ნაშენი. ალბათ, სწორედ მისი ეს მახასიათებლები აქცევს ამ სახლს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და თანამედროვე ადგილად ჰოლივუდში.

ვილა ერთგვარად დიზაინის შთაგონების წყაროა. მას აქვს ძალიან თანამედროვე და მართლაც მოდური შესასვლელი, რომელიც მისაღებ ოთახში გადის – მისაღები ოთახი კი საცურაო აუზს უერთდება.

მისაღები ოთახის თამამად შეფერილი ავეჯი ანალოგიურად ქმნის კონტრასტს ნეიტრალურ გარემოსთან და ავსებს ფერადი, ესპანური ფილებით მოპირკეთებულ ბუხარს.

სახლის თეთრი სამზარეულო მისი მონოქრომატული ავეჯით არის დაბალანსებული. ეს მოიცავს მარმარილოს ზედაპირით მოპირკეთებულ კუნძულს და ხის კარადებს, რომლებიც ინარჩუნებენ სახლის ელეგანტურ პალიტრას.

ეს ფერები მიედინება კრამიტით მოპირკეთებულ სასადილო ოთახში, რომელიც სავსეა სიმწვანითა და ბუნებრივი სინათლით, რომელიც თაღოვანი ფანჯრების მეშვეობით იქმნება, რაც ვიწრო ოთახს მსუბუქსა და ჰაეროვანს ხდის.

ზედა ორი სართული მოიცავს სამ საძინებელ ოთახს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. თავდაპირველად სახლს ჰქონდა მეოთხე საძინებელი, მაგრამ ამ სივრცეს კამილა ხმის ჩამწერ სტუდიად იყენებდა.

მდიდრული ინტერიერის გარდა, გარე სივრცე წვეულებისთვის იდეალური ადგილია. ეს სივრცეები გადაჰყურებს დასავლეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხედს.

ფოტოგრაფი: Neue Focus

ახალაშენებული ბინის შეძენისას დაშვებული 10 გავრცელებული შეცდომა

“არე” – არქიტექტურული სტუდია მრავალფეროვანი პროექტებით