in

გამოფენა ამსტერდამის სტიდლიკის მუზეუმში

სტიდლიკის მუზეუმმა ამსტერდამში (Stedelijk Museum), თავისი 125-ე წლის აღსანიშნავად ისტორიული კოლექცია გამოფინა.

სტედელიკის მუზეუმი ნიდერლანდებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. ის მდებარეობს ამსტერდამში, მუზეუმების მოედანზე, ვან გოგის მუზეუმთან. მისი შენობა არქიტექტორ ვილემ წაისმანს ეკუთვნის. მუზეუმში განთავსებული კოლექცია თანამედროვე ხელოვნებისა და დიზაინის ნიმუშებია 20-ე და 21-ე საუკუნეებიდან და აერთიანებს ისეთ მხატვრებს, არტისტებსა და დიზაინერებს, როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი, ვასილი კანდინსკი, ერნსტ ლუდვიგ კირხნერი, მარკ ჩაგალი, ჰენრი მატისი, ჯექსონ პოლოკი და სხვა.

მუზეუმმა არსებობის 125 წლის თავის აღსანიშნავად გამოფინა 300-მდე კლასიკური ნივთი, რომელსაც ის ინახავს. სტუმრებს აქვთ საშუალება დაათვალიერონ ინოვაციური და ავანგარდული პროდუქცია და ამასთანავე გაეცნონ საერთაშორისო დიზაინის ისტორიას. კოლექციიდან გამოირჩევა გერმანული ბრენდის, თონეთის ტრადიციად ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ავეჯი – თონეთის სკამი (1848).

მუზეუმში ასევე გამოფენილია ვინერ ვერკშტატის შემოქმედება, 1960 წლის სკანდინავიის სკოლის ცნობილი დიზაინები, იტალიური მემფისის ნახატები და ჰოლანდიური დიზაინის მოძრაობის 1990 წლის შემოქმედება.

“ეს პროდუქტები დღესაც არ კარგავს თავიანთ იდენტურობას და მათი წყალობით დიზაინის სფეროში ჩამოყალიბდა ერთგვარი საერთო შეგნება” – ამბობს გამოფენის კურატორი, ინგებორგ როდი.

მუზეუმის სხვა სექციებში, ისტორიულ პროდუქტებთან ერთად ცნობილი დიზაინერების თანამედროვე პროდუქტებიც არის გამოფენილი.

კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა – Bob

როგორ მოვაწყოთ სასადილო კუთხე, თუ ის სამზარეულოს ნაწილია