გარდერობი, სოციალური ცხოვრება, ძილის რეჟიმი, მანქანა… ყველაფერი მყისიერად იცვლება, როცა შვილები გყავთ და ოჯახურ ცხოვრებას ერგებით, მაგრამ ყველაზე დიდი და ხშირად ყველაზე რთული ცვლილება სახლში ბავშვებზე მორგებული გარემოს შექმნაა.
არსებობს უამრავი კარგი პროდუქტი, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ ბავშვისთვის პოტენციური საფრთხეების არიდებაში სახლში. დენცქვიტის დამცავი, კარის, მაგიდისა და სხვა ავეჯეულობის კუთხეების დამცავი – პრაქტიკულად ყველაფერს, რისი დაცვაც შესაძლებელია, გამოსავალი აქვს.
სახლის ერთ-ერთი ასეთი ნაწილი, რომელიც ბავშვებისთვის, გარკვეულწილად, სახიფათოა, კიბეებია. ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ როგორ უნდა გავხადოთ კიბეები ბავშვებისთვის უსაფრთხო.
კიბის ღობე
თეორიულად, კიბის ღობეები უსაფრთხოდ უნდა მოერგოს კიბის ზედა და ქვედა მხარეს, რაც ეფექტურად აფერხებს ბავშვს კიბეებზე ასვლა-ჩასვლას. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და კარგად ნაცადი გზაა საფრთხისგან თავის ასარიდებლად.
კიბის ზედაპირი
კიბეებზე ასვლისას აუცილებელია, რომ არ იყოს ჩამოცურების საფრთხე. აქ მოცემულია ოთხი გზა, რომლებიც დაგეხმარებათ კიბეების უსაფრთხოდ შენარჩუნებაში:
- დარწმუნდით, რომ კიბეების ხალიჩები კარგ მდგომარეობაშია. განაახლეთ ნებისმიერი გაფუჭებული ადგილი და დარწმუნდით, რომ ხალიჩა საიმედოდ არის დამაგრებული კიბის საფეხურებზე.
- თუ კიბის საფეხურები შეღებილი ან გაპრიალებულია, ისინი შეიძლება სრიალა იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სახლში წინდებს ატარებს. ყოველთვის იზრუნეთ, რომ ბავშვებს ან ოთახის ფეხსაცმელი ეცვათ ან შიშველი ფეხები ჰქონდეთ კიბეებზე ასვლისას და ჩასვლისას.
- გაპრიალებულ ან შეღებილ კიბეებზე წაუსვით გამჭვირვალე საღებავის ან ლაქის ფენა.
სახელურის სპეციფიკა
დარწმუნდით, რომ კიბის სახელურის სვეტებს შორის ცარიელი სივრცე არ არის დიდი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს სვეტები არ ირხეოდნენ და მყარად იყვნენ დამაგრებულნი.
ეს არის ის ძირითადი რჩევები, რაც დაგეხმარებათ, კიბე მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოთ და ბავშვებს მათზე მორგებული გარემო შეუქმნათ.