in

საახალწლო გვირგვინი საკუთარი ხელით – რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

საახალწლო გვირგვინი საუკეთესო გზაა სახლში სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ამ ტიპის დეკორაციის მთავარი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში და თანაბარი ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭოთ როგორც საკუთარ ოჯახის წევრებს, ასევე მეზობლებს.

დეკორატიული გვირგვინის შექმნა არც ისე რთულია. შესაბამისად, თუ თქვენ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მარტივ ინსტრუქციას გაითვალისწინებთ, თავისუფლად შეძლებთ თქვენს გემოვნებაზე მორგებული საახალწლო დეკორაციის შექმნას. ამაში კი ჩვენ ყვავილების მაღაზია ამელის პროფესიონალთა გუნდი დაგვეხმარება.

საჭირო ატრიბუტიკა:

  • კრფტის ქაღალდი
  • მავთულის რგოლი
  • მწვანე ბაწარი
  • ნაძვის ტოტები
  • სილიკონის წებო
  • გირჩები
  • თქვენთვის სასურველი დეკორაცია

ნაბიჯი #1: გამზადებულ რგოლს ან დაგრეხილ მავთულს შემოვახვიოთ ფუმფულა მასალა – ამ შემთხვევაში კრაფტის ქაღალდის სქელი ფენა.

ნაბიჯი #2: მიღებული საყრდენი კარკასი დავაფიქსიროთ ბაწრით.

ნაბიჯი #3: ბაწრის მეშვეობით რგოლს მივამაგროთ ნაძვის ტოტები (რაც უფრო მეტი ნაძვის რიგს გამოვიყენებთ, მით უფრო სქელი იქნება გირლანდა)

ნაბიჯი #4: სილიკონის წებოს გამოყენებით გვირგვინს დავამაგროთ სასურველი დიზაინის დეკორაცია (ჩვენ შემთხვევაში, ეს არის თეთრი ფერის ბურთები)

ნაბიჯი #5: სილიკონის წებოს საშუალებით მიღებულ კომპოზიციას დავამატოთ რამდენიმე გირჩი

თქვენი საახალწლო გვირგვინი მზად არის.

ახლა ისღა დაგრჩენიათ, მას შესაფერისი ადგილი მოუძებნოთ. არ დაგავიწყდეთ ამისთვის პატარა კაუჭის დამზადება, რომლის მეშვეობითაც მიღებულ დეკორაციას სასურველ ადგილზე ჩამოკიდებთ. გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი ნაძვის ტოტები დაახლოებით 3 კვირის მანძილზე ინარჩუნებს გარეგნულ მხარეს. შესაბამისად, თქვენი ხელნაკეთი გვირგვინი მთელი საახალწლო პერიოდის მანძილზე დაამშვენებს თქვენი სახლის ინტერიერსა თუ ექსტერიერს.

საახალწლო რუბრიკის წარმდგენია თეთრი კვადრატი.

300 წლის აღდგენილი სახლი კონექტიკუტის შტატში

პატარა ბინა მინდელის ქუჩაზე – მეპატრონის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური ინტერიერი