in

ტური ქეითი ჰილტონის სადღესასწაულოდ მორთულ სახლში

Banner M2
Banner M2

ქეითი ჰილტონი საზოგადოების იმ ნაწილს განეკუთვნება, რომელსაც ძალიან უყვარს დღესასწაულები. სწორედ ამიტომ, ის, ყოველწლიურად საახალწლო სამზადისს ოქტომბრიდან იწყებს. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული დეკემბრის ჩათვლით ის ნელ-ნელა, პერიოდულად ახალ დეკორაციებს ამატებს სახლს. როგორც თავად ამბობს, საახალწლო ნაძვისხეებს სახლში თებერვლამდე ტოვებს ხოლმე.

ქეითის თქმით, მას არ გამოსდის სადღესასწაულოდ ეზოსა და სახლის გარე ფასადის განათება, თუმცა, ამის მაგივრად, ის ფორთოხლების, ვაშლებისა და ყურძნის გირლანდებს აკეთებს ხოლმე. ეს კი უფრო ორიგინალური და უცხოა ამერიკული სახლებისთვის..

ჰილტონის სახლის თითოეულ ოთახს – რომელიც მოიცავს შვიდ საძინებელს, რვა აბაზანას, რამდენიმე მოსასვენებელ სივრცეს, საკუჭნაოს და ღია გეგმის სივრცეს, აქვს თავისი ორიგინალური მორთულობა სადღესასწაულოდ.

„ჩემი ლურჯ-თეთრი ოთახი მაგონებს საუთჰემპტონს.. ჩემი ბიბლიოთეკა მაგონებს ნიუ-იორკის სახლს და ა.შ ყველა ოთახში სხვადასხვა განცდა ჩნდება ამ გაფორმებების წყალობით…”

ხის ოთახის დეკორაციებში შედის სანტას ასობით ფიგურა, განსაკუთრებით ლინ ვესტის ნამუშევრები, რომლებიც მან შეაგროვა. შემოსასვლელის დეკორი წლების განმავლობაში განვითარდა: „ამ ყველაფერს ვაკეთებდი საკმაოდ ფერმკრთალ ფერებში – ვერცხლსა და ოქროში, შემდეგ კი დავიწყე ფიქრი, რომ არ მინდა სახლის შემოსასვლელი სასტუმროს ლობის ჰგავდეს. ასე რომ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე ვაკეთებ იმას, რასაც ხედავთ – წითელი, ოქროსფერი, თეთრი..”

სახლში ძალიან ბევრი ხელოვნური ნაძვის ხეა: ერთი ბიბლიოთეკაში, ერთი მისაღებში. ერთი მოსასვენებელ ოთახში და ერთი შესასვლელში. ასევე სახლში არის ხე, რომელსაც ჰილტონი შობამდე გაფორმების გარეშე ტოვებს, რათა ოჯახმა ერთად იზრუნოს მის მორთვაზე.

ფოტოგრაფი: Pierre Bonnard 

პატარა ბინა მინდელის ქუჩაზე – მეპატრონის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური ინტერიერი

My Tiny World – მერი ჭაჭიაშვილი-სიყმაშვილის მინიატურული ნივთები