David Barr Architects-მა ავსტრალიაში, პერთის მახლობლად, საპორტო ქალაქში მდებარე კოტეჯი განაახლა. მთავარი დავალება იყო, სახლში რაც შეიძლება მეტი საცხოვრებელი ფართი ყოფილიყო. არქიტექტორებმა ასეთი რამ მოიფიქრეს – კოტეჯს ორი სართული დაამატეს, მასალად კი ხე და თეთრი აგური გამოიყენეს. ეს დიზაინი ბუნებრივად ერწყმის გარემოს და ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურას.
[წყარო: Dezeen]