ცოტა ხნის წინ ვაშა-ფშაველას 22-ში თბილისისთვის სრულიად ახალი კონცეფციის მქონე შოურუმი გაიხსნა. Kitchen & Living – ასე ჰქვია ადგილს, სადაც სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ნივთს შეხვდებით: დეკორი, აქსესუარები, მოწყობილობები, ტექნიკა და ა.შ თუმცა, ეს მხოლოდ გაყიდვის ობიექტი როდია – Kitchen & Living სრულიად გამორჩეული ესთეტიკის შოურუმია და მისი ინტერიერი მაქსიმალურადაა მორგებული პროდუქტს, რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს.
Kitchen & Living გასტრონომის გუნდისა და ანანო ბაქრაძის პარტნიორობით შეიქმნა. მოხდა ისე, რომ ორივე მხარე სკანდინავიური დიზაინის სიყვარულმა გააერთიანა და გადაწყვიტეს, რომ თბილისისთვის ერთი გამორჩეული დიზაინისა და პროდუქციის შოურუმი შეემატებინათ.
“Kitchen & Living არის შოურუმი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც პროფესიული და ინდუსტრიული პროდუქცია სამზარეულოსთვის, ისე – ინდივიდუალური მოწყობილობები, რაც კი შეიძლება, დასჭირდეს ადამიანს სახლში კერძების მზადების პროცესში. გარდა ამისა, აქ ნახავთ, როგორც სამზარეულოს დეკორს, ისე – მაგიდის აქსესუარებსაც,” – ანანო ბაქრაძე.
როგორც ანანო გვიამბობს, აქ ვხვდებით სრულიად უცხოურ ბრენდებს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა, მათი უმეტესობა სკანდინავიურია. მათი ეს წარმომავლობა კი პროდუქციის დიზაინს ნამდვილად ეტყობა – ისინი არამხოლოდ სამზარეულოში გამოსაყენებელი ნივთები, ერთგვარად დეკორის ესთეტიკური ნაწილიც არიან.
“ბრენდები და პროდუქცია არ არის მხოლოდ ფუნქციურად შერჩეული: ისინი შევარჩიეთ იმგვარად, რომ სამზარეულოს ინტერიერთან თანხვედრაში ყოფილიყო. რაც შეეხება აქსესუარსა და დეკორს, ისინიც სკანდინავიური დიზაინის მქონეებია, რადგანაც ჩვენი გუნდი ნამდვილად არის სკანდინავიური სტილით შეპყრობილი.”
აქვე აღსანიშნავია, რომ შოურუმის ინტერიერი აბსოლუტურადაა მორგებული პროდუქტს, რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს. რაც შეეხება ინტერიერის ნაწილს, ანანო ბაქრაძემ თავად იმუშავა დიზაინ სტუდია 4 Visual-თან ერთად.
“როგორც ასეთი, მსგავსი ტიპის შოურუმი თბილისში მგონი რომ არ არსებობს. გარდა ამისა, ამ დონის და ამდენი სკანდინავიური ბრენდი, არ გვგონია, რომ დღეს რომელიმე ერთ სივრცეში შეიძლება შეხვდეს მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, Kitchen & Living-ში შეხვდებით ძალიან მარტივ, სადა და ხარისხიან მოწყობილობებს/ტექნიკას, რომლებიც ამარტივებენ ცხოვრებას. “
ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე