აპარტამენტი, რომელიც მდებარეობს მე-19 საუკუნის შენობაში, ხეებით შემოსაზღვრულ ზონაში, ჩრდილოეთ ლონდონში, არის იაპონური, ბოჰო სტილის სივრცე მარტივი სტრუქტურით, დახვეწილი ფორმებითა და მოქნილი დიზაინით.
ამ იაპონური სტილით შთაგონებული ლონდონის პატარა ბინის დიზაინის შექმნის დროს, არქიტექტორ ჯონ პროქტერს Procter & Shaw-დან სურდა, ერთგვარად დაემტკიცებინა, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან სივრცის ზომაზე ფიქრი და შევქმნათ კომფორტული გარემო. შესაბამისად, მისი აზრით, მიუხედავად სივრცის ზომისა (29 კვადრატული მეტრი), ხარისხი, არქიტექტურა და კომფორტი მაინც შეიძლება იყოს ძალიან მაღალი.
ამ ესთეტიკის და კომფორტის შექმნა კი ამ კონკრეტულ სახლში გამორჩეული, ნათელი, ბუნებრივი მასალებით, რბილი ყვითელი განათებით, დახვეწილი ფორმებითა და ძალიან მაღალი ჭერით გახდა შესაძლებელი. საბოლოოდ კი შეიქმნა ელეგანტური ადგილი ახალგაზრდა მეპატრონისთვის , რომელიც მუშაობს და სწავლობს ლონდონში.
ამ სახლზე მუშაობისას არსებული მოწყობა მთლიანად შეიცვალა. ეს კი უფრო იმიტომ, რომ აქ არსებული შიდა კედლები ბევრ ოთახში ბლოკავდა დღის სინათლეს.
სახლში საგულდაგულოდ შერჩეული, მაღალი ხარისხის ავეჯი უზრუნველყოფს სივრცის გემოვნებიან, მდიდრულ განწყობასა და თანამედროვე სტილს. ძირითად შემთხვევაში აქ გამოყენებული მასალა ღია ფერის ხეა, რომელიც იდეალურად ერყწმის თეთრ ფერს.
გაუქმებული კედლების როლს ამ სახლში ერთგვარად თამაშობს თხელი, ალუმინის ჩარჩოში ჩასმული პოლიკარბონატი. თუმცა, ეს კედლებიც მოძრავია და მათი გახსნა შესაძლებელია.