in

სამზარეულოში დაშვებული 10 გავრცელებული შეცდომა

„თანამედროვე სამზარეულო“ ავტომობილის მსგავსად, ერთიანი სისტემაა. შესაბამისად, რეკომენდებულია, ყიდვისას თავიდანვე თქვენთვის საჭირო კომპლექტაცია აირჩიოთ და მომავალში მის შევსება/დამატებებზე აღარ იფიქროთ. უმჯობესია შეკვეთით ან საიმედო ბრენდების ქარხნული კომპლექტაცია აირჩიოთ და გახსოვდეთ, მათი კომბინირება ცუდი აზრია! დღეს სამზარეულოში დაშვებულ 10 გავრცელებულ შეცდომაზე გვინდა გესაუბროთ.

მარმარილოს სამზარეულოს სამუშაო ზედაპირები და იატაკები

მიუხედავად ნატურალური ქვის ვიზუალური მომხიბვლელობისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ფორიანი სტრუქტურა აქვთ. ჭუჭყი ქვაში ღრმად აღწევს და მისი ამოყვანა თითქმის შეუძლებელია. სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებისთვის ხელოვნური ქვის გამოყენება გაცილებით პრაქტიკულია.

ზედმეტად გრძელი სამუშაო ზედაპირი

თუ ოთახი დიდია, მთელი კედლის გასწვრივ სამზარეულოს მოწყობა დიდი ცდუნებაა. შედეგად მომზადების პროცესი შესაძლებელია სამზარეულოს ერთი კუთხიდან მეორისკენ ხანგრძლივ და დამქანცველ მოგზაურობად გადაიქცეს. თუ გეგმარება ამის საშუალებას იძლევა, უმჯობესია კუნძულის ან „П“ ფორმის კონსტრუქცია აირჩიოთ. სამუშაო ზედაპირის ფართიც ასევე, „სამუშაო სამკუთხედის“ (ნიჟარა, ქურა და მაცივარი) შემადგენლები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს.

ვიწრო „ლაბირინთები“                  

„П“-ს ფორმის სამზარეულოს ფასადებს შორის მანძილი ან სამზარეულოსა და „კუნძულს“ შორის მანძილი მინიმუმ 120 სანტიმეტრი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში უჯრების ბოლომდე გამოღებას შეძლებთ და სამოძრაო ადგილიც საკმარი იქნება.

პრიალა ზედაპირები

პრიალა ზედაპირები, რა თქმა უნდა, ეფექტურია, თუმცა, მოსავლელად რთული. ასეთი ზედაპირების არსებობისას იმ აზრს უნდა შეეგუოთ, რომ მუდმივად მათ წმენდაში იქნებით. უმჯობესია, გლუვი და ფაქტურიანი ფასადების არჩევა. მათზე ჭუჭყი ნაკლებად ჩანს.

„ცრუ რწმენა“ კორიანის მარადიულობაზე

კორიანი სამზარეულოს ზედაპირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და გამძლე მასალაა, ამიტომ ზოგი მას „უკვდავადაც“ კი მიიჩნევს. თუმცა, ეს ასე არ არის და დროთა განმავლობაში, ჩვენი „შემოქმედების“ კვალი მათზეც აისახება. კორიანის მთავარი დამსახურება მისი ადვილი რესტავრირების უნარია.

თაროები უჯრების მაგივრად

ტიპური შეცდომა უჯრების მაგივრად ჩვეულებრივი თაროების დაპროექტებაა. საქმე იმაშია, რომ უჯრის შიგთავსის დათვალიერება მისი გამოგორებისას ძალიან მარტივია, რასაც ვერ ვიტყვით თაროში ჩახერგილ ჭურჭელზე.

ხის იატაკები

თუ თქვენ პატარა ბავშვები გყავთ, არ ღირს სამზარეულოში იატაკზე მასიური ხის დაგება. პატარები მუდმივად დაყრიან ან დაასხამენ საჭმლის ნარჩენებს იატაკზე, რაც საბოლოოდ მის სასაქონლო იერზე აისახება.

ზედმეტად განიერი უჯრები

100-120 სმ. სიგანის სამზარეულოს უჯრები ადვილად მხოლოდ ავეჯის პავილიონებში იღება და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ცარიელია! ასეთი გაბარიტების მქონე ავსებული უჯრის მოხმარება უმალ გააფერმკთალებს სამზარეულოს კომფორტს.

ზედმეტი „ღრიჭოები“

სამზარეულოს წინსაფრის შპალერით ან შუშით დაფარვა ეფექტური გადაწყვეტილებაა, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ 100 პროცენტიანი ჰერმეტულობის მიღწევა არ გამოვა. შუშის მიღმა მტვერი და ჭუჭყი მაინც შეაღწევს. ამიტომ ერთი მთლიანი შუშის ზედაპირი დანაწევრებულს ჯობია. ნაკლები ნაკერი უკეთესია!

სანათების არასაკმარისი რაოდენობა

სამზარეულოში რამდენიმე დონის განათებაა საჭირო: ჭერის, სამუშაო ზედაპირისა და ჩაშენებული კარადების. ცალკე ამოცანაა ჩამრთველების ხელმისაწვდომ და მოხერხებულ ადგილზე განთავსება.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ბერტოლდ ლუბეტკინი – თბილისში დაბადებული ებრაელი არქიტექტორი

თბილისური ხვეული კიბე ძმები კაკაბაძეების 7 ნომერში, რომელმაც მთელი სამეზობლო გააერთიანა