in

ტური ივანკა ტრამპის ბინაში

Banner M2
Banner M2

ექს-პრეზიდენტ, მილიარდერ დონალდ ტრამპის ქალიშვილი – ივანკა წარმოუდგენელი ფუფუნების მდიდრულ გარემოში დაიბადა და გაიზარდა. მისი საკუთარი „ოჯახური ბუდეც“ საკმაოდ შთამბეჭდავია. დღეს სწორედ ამ ბინის მოკლე ექსკურსს გთავაზობთ.

ივანკა ტრამპმა ფუფუნებაზე ყველაფერი იცის. პირველი შვილის დაბადებამდე, 32 წლის ივანკამ და მისმა მეუღლემ, მედიამაგნატმა ჯერარდ კუშნერმა, მანჰეტენზე 10 ოთახიანი აპარტამენტები შეიძინეს. ბინის არჩევის დროს ივანკამ მხოლოდ ერთი სურვილი გამოთქვა: “ოფისთან ახლოს მინდა, დანარჩენი უმნიშვნელოა“. „არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე სამსახურთან ორ კვარტალში ცხოვრება, – ამბობდა ივანკა. – საღამოს, სახლში შერბენა, ჩემი პატარა გოგონას ჩახუტება, გამოკვება, დაძინება და კვლავ ოფისში დაბრუნება ან სტუმრად წასვლა შემიძლია“.

„ისეთი სახლი მსურს, სადაც ჩემი ბავშვები იქ ითამაშებენ, სადაც მოისურვებენ, მეუღლე კი მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ტელევიზორის ყურებას შეძლებს. სახლში ისეთი ძვირფასი ნივთები არ მჭირდება, რომლის ზედმეტად შეხებაც შემეშინდება.“

სამაგიეროდ, როდესაც საქმე მოპირკეთებამდე მივიდა, კომპრომისი არ ყოფილა. „ბინაში გადმოსვლის დროს ორსულად ვიყავი. როგორც ხდება ხოლმე, ენთუზიაზმით შევეჭიდე ოჯახური ბუდის მოწყობას, – ჰყვება ივანკა. – ორი თვე ხელოსანს ფეხდაფეხ დავდევდი  და თითოეულ ნაკაწრს ვუკორექტირებდი. ფაქტობრივად, განუყრელები ვიყავით! ქალიშვილის დაბადების შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემი ნაწვალებიდან ბავშვები არაფერს დატოვებდნენ და ყველაფერს უფრო მარტივად შევხედე“.

ბინის კედლებზე თანამედროვე მხატვრების არტ-ობიექტებია განთავსებული. ნახატები მხოლოდ საბავშვო ოთახში არ გვხვდება. ესეც დროის ამბავია. „თავიდან მინდოდა, რომ საბავშვო ოთახი სულ თეთრი ყოფილიყო. მერე რა, რომ ეს არაპრაქტიკულია, – აღიარებს ივანკა. – შემდეგ, ჩვილების აღზრდის შესახებ წიგნები წავიკითხე და გავიგე, რომ ისინი ირგვლივ ნათელ ფერებს უნდა ხედავდნენ და შევცბი: მე ხომ ყველაფერი არასწორად გავაკეთე! ახლა რაღაც უნდა მოვიფიქრო“.

საქმიანი მიდგომა და მარიფათი ივანკამ ბინის ინტერიერზე მუშაობის დროსაც გამოამჟღავნა. „ის დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებიანია და გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, – ამბობს დეკორატორი კელლი ბეჰანი (Kelly Behun), რომელიც ივანკას ბინის კეთილმოწყობაში ეხმარებოდა. – ჩვენი შეხვედრების დროს მას უეცრად ტელეფონით მრავალმილიონიანი გარიგების შეჩერება და ჩემთვის შეკითხვა შეეძლო: „ეს რუხის ის ელფერია, რომელიც ორი კვირის წინ მანახე?“, – შემდეგ კი კვლავ აგრძელებდა მოლაპარაკებას.

კომპრომისზე წასვლის ხელოვნება პროექტზე მუშაობის პროცესში ივანკას ძალიან გამოადგა. „მე ძალიან კონსერვატიული ვარ, ამიტომ კლასიკური ფუფუნების მხარეს ვიყავი. ჯარედს კი თანამედროვე მინიმალისტური დიზაინი ხიბლავს. იძულებული გავხდით, კომპრომისულ ვარიანტზე შევჯერებულიყავით“

დიზაინის სამყაროში ივანკა ტრამპი ახალბედა სულაც არ არის, მას ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთებისა და სამკაულების საკუთარი ხაზები აქვს. „მან პროექტის ბიუჯეტი თავიდანვე მკაცრად განსაზღვრა. გარწმუნებთ, ის არ იყო გიგანტური“, – ამბობს კელლი. „ მე მიყვარს ნივთების შეგროვება. კელლი საინტერესო ობიექტებს მთავაზობდა და ინტერიერს სწორედ მათ ირგვლივ „ვაშენებდით“.

წარმატებული ბიზნესმენის ერთ-ერთი სახასიათო თვისება თვითკრიტიკის უნარია. „ბინების გაფორმებით ხუთი წლის წინ რომ დავკავებულიყავი, შესაძლებელია შედეგი გაცილებით წარუმატებელი ყოფილიყო, – მსჯელობს ივანკა. – პრიორიტეტების სწორად განაწილება სულ ახლახანს ვისწავლე. სხვა თუ არაფერი, ძალიან გამიმართლა: პარკ-ავენიუზე ვცხოვრობ. მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს არ გამეფუჭებინა!

რით შეიძლება ჩავანაცვლოთ კლასიკური პლინტუსი – რამდენიმე საინტერესო ვარიანტი

პატარა ბინა სხვენში – 33 კვ/მ ფერადი სივრცე ჭიაურელის ქუჩაზე