აბაზანის დიზაინში ხშირად ძალიან პოპულარულია ღია ან კაშკაშა ფერები, მაგრამ სინამდვილეში მყუდრო სპა ატმოსფეროს მუქი ფერები და განათება ქმნის. შავის გამოყენებას ადამიანები ინტერიერში ხშირად ერიდებიან, რადგან მოსაწყენი დიზაინი არ მიიღონ, სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს და რჩევას, თუ როგორ გამოვიყენოთ მუქი ფერები და ზოგადად შავი ფერი აბაზანის დიზაინში:
ინტერიერის დიზაინის ფირმამ Robson Rak პატარა ზომის ტუალეტში ინტიმური გარემო მუქი ფერებითა და სახასიათო განათების გამოყენებით შექმნა. აღსანიშნავია ნატურალური ქვის ნიჟარა, რომელიც მუქ ფერებს ძალიან უხდება.
შავი სანათები, ხე და გამწვანებები დიზაინერ მარტინ ლაურენსის ინტერიერში გამოყენებულ მუქ ნაცრისფერ მარმარილოს განსხვავებულ, ძალიან საინტერესო ელფერს აძლევს.
მუქი ნაცრისფერი შპალერი და შავი დასადგამი აბაზანა დიზაინერ ნიკოლ ჰილის ინტერიერის პროექტში გლამურის და შარმის განცდას გვიტოვებს.
შავი მარმარილო გამოიყენა დიზაინერმა ჰეკერ გუთრიმ, რომელსაც მან მინის ტიხარი და ბეტონის იატაკი შეუხამა, კიდევ უფრო მეტად იძლევა სივრცის შეგრძნებას.
შავთან ბევრი სხვა ფერის გამოყენება შეიძლება, Studio DB-მ ამ აბაზანაში მუქ ნაცრისფერ მარმარილოს ფერადი შპალერი და ოქროსფერი დეტალები შეუხამა.
შავ ფერთან ძალიან კარგად მუშაობს ნაცრისფერი და თეთრიც, დიზაინერ ნიკოლ ჰოლის ამ აბაზანაში კედლებზე ბეტონის ეფექტია, ხოლო ხელსაბანი შავი ქვისგან არის გაკეთებული.
დიზაინერმა თომ ფილისიამ შავს უფრო ღია ფერები და თეთრი შეუხამა კლასიკური სტილის აბაზანაში.
აბაზანაში შავის გამოყენება სხვადასხვა ელემენტებში შეიძლება, მაგალითად დიზაინერ ნიკოლ ჰოლის ამ კიდევ ერთ ინტერიერში შავი ფერის ფანჯრის ჟალუზებია.
Studio Life/Style-მა კლასიკური სტილის აბაზანაში ანტიკური, მუქი ფერის ავეჯი შეიტანა, რომელიც ძალიან კონტრასტულია თეთრ კედლებთან და მარმარილოს ჭადრაკისებრ იატაკთან.
წითელი ფერის გამოყენება განსაკუთრებით შავთან გაბედული გადაწყვეტილებაა, დიზაინერმა მაილს რედიმ შავ-თეთრ აბაზანაში წითელი ფერის შპალერი ძალიან საინტერესოდ გამოიყენა.
წყარო: Housebeautiful