in

იტალიური შარმის მქონე ვილა პულიაში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელიც Casa Olivieta-ს სახელითაა ცნობილი, სამხრეთ იტალიაში, პულიაში მდებარეობს და ის ავსტრალიელი დიზაინერის, კოლეტე დინიგანის (Collette Dinnigan) მიერ იქნა აღდგენილი.

პროექტის ავტორმა ვილას შეუნარჩუნა ავთენტური სახე და ყველა მის ღირსებას გაუსვა ხაზი. ეს არის ორი შენობისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ერთ მთავარ შენობას და ასევე ცალკე ვილას სტუმრებისთვის.

ყველა შენობა ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელი აგურით არის მოპირკეთებული. აქვე გვხვდება ტრადიციული ქვის ტერასები.

რაც შეეხება ინტერიერს, სახლის შიდა სივრცეში დომინირებს თეთრი ფერი, რომელიც დაბალანსებულია ხის ფაქტურით.

შთამბეჭდავია ვილის ექსტერიერი, სადაც გვხვდება გარე სასადილო და მოსასვენებელი სივრცეები, აუზი და სასეირნო ტერიტორია.

 

იაპონური სტილის ინტერიერის თავისებურებები

რატომ გახდა სავალდებულო ფორებიანი აგურის გამოყენება ინგლისში