in

მწვანე ფერი ინტერიერში: 7 სასარგებლო რჩევა

კეთილშობილი მწვანე ფერი კვლავ სეზონის ყველაზე პოპულარული ფერების რიგში აღმოჩნდა. დღეს სწორედ მისი ინტერიერში გამოყენების შესახებ ვისაუბრებთ.

 

საუკეთესო შერწყმა

ფერთა პალიტრის შექმნის დროს შესაძლებელია საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობა. სახლი ხომ პირველ რიგში, მის მეპატრონეებს უნდა ახარებდეს, თუმცა არსებობს რამდენიმე ფერი, რომლებიც მწვანეს განსაკუთრებით უხდება. ერთ-ერთი ასეთი წაუგებელი ვარიანტი თეთრია. ის ნებისმიერ ტონს ჰარმონიულად ერწყმის – პიტნისფერიდან დაწყებული, გაჯერებულ მალაქიტის ფერამდე. მწვანის არანაკლებ წარმატებული კომპანიონია რუხი. ამ ტანდემით უფრო დახვეწილი, შავი დეტალების შემოტანით კი გრაფიკული ინტერიერი მიიღება. თუ ნათელი ფერების დამატება გსურთ, ყურადღება ფორთოხლისფერზე, ყვითელსა და ოქროსფერ ტონებზე გაამახვილეთ.

ტექსტილი

ტექსტილი ინტერიერში ახალი ელფერების შემოტანის ყველაზე მარტივი ხერხია. ზეთისხილის ფერის დეკორატიული ბალიშების წყვილი, ლაიმის ფერი ღია ხალიჩა ან მუქი მწვანე ფარდები გარემოს გაახალისებს და უფრო მხიარულ ატმოსფეროს შექმნის.

კარადა

ინტერიერის მოზრდილი ელემენტები, ისეთი როგორიც კარადა ან თაროა, სერიოზული რემონტის ჩატარების გარეშე ინტერიერში სასურველი ფერების შემოტანაში დაგეხმარებათ. ამიტომ, თუ თქვენ ახალი ავეჯის შეძენა არ გსურთ, შეიარაღდით საღებავით და თქვენს სურვილებს გასაქანი მიეცით.

დივანი

მიეცით მას საშუალება, რომ სახლში მიზიდულობის მთავარ ცენტრად იქცეს. ამას ნათელი გადასაკრავით შეძლებთ. რბილი ავეჯისთვის მწვანე იდეალური არჩევანია. ის საკმარისად მხიარულია, ზედმეტად არ ყვირის და არც თვალს ღლის.

შპალერი

მომხიბვლელი პრინტით გაფორმებული შპალერი ნებისმიერი ოთახისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ის მისაღებსაც, საძინებელსაც და აბაზანასაც კი უხდება. დიზაინი შესაძლებელია მრავალფეროვანი იყოს: ტრადიციული ყვავილებიანი მოტივები, გეომეტრიული ორნამენტები, პეიზაჟები და ა.შ. არჩევანი უზარმაზარია!

ხელოვნება

ხელოვნების ნიმუშები ინტერიერს დასრულებულსა და ჰარმონიულ იერს აძლევს. ნახატები, ფოტოები, სკულპტურები და არტ-ობიექტები გარემოში ნათელი ფერების შემოტანაში დაგეხმარებათ. უნდა გახსოვდეთ, რომ ფერთა გამა და ნიმუშების სტილისტიკა საერთო გარემოსთან თანხვედრაში უნდა იყოს.

მცენარეები

ცოცხალი მცენარეებით ნებისმიერი ინტერიერის დამშვენებაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ისინი სივრცეს არა მხოლოდ ავსებენ, არამედ ჰაერსაც წმენდენ.

იმ შემთხვევაში თუ ამ სტატიამ მწვანე ფერის ინტერიერში გამოყენებაზე დაგაფიქრათ, გიზიარებთ ჩვენ რჩეულ რამდენიმე მწვანე ტონს კაპაროლის კატალოგიდან:

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მინიმალისტური ბინა ნიკოლაძის ქუჩაზე – ანა ნიკიტინა-ქსნელაშვილის ინტერიერი

#Homeisინსპირაცია: იდეები სააღდგომო სუფრის დეკორისთვის