in

რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ბინის ყიდვა სანანებელი არ გაგვიხდეს

ბინის ყიდვისას ყველაზე რთული თითქოს საჭირო ფინანსური რესურსის არსებობაა. სინამდვილეში კი გონივრული ინვესტირება არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეა. შესაბამისად, დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ არ ვინანოთ შეძენილი ბინის შესახებ.

გაყიდვების დასაწყისი და მშენებლის რეპუტაცია

დავიწყოთ იმით, რომ იაფი და ხარისხიანი ძალიან დიდი იშვიათი კომბინაციაა, ამიტომ თუ ცენტრალურ უბანში, კარგი მახასიათებლების მქონე ბინა იპოვეთ, შესაძლებელია, ის ფიზიკურად არც არსებობს, ან ჯერ კიდევ არ მისულა მის გაცხადებულ მდგომარეობამდე. ასე ხდება, როცა ბინები მშენებლობის საწყისს ეტაპზე იყიდება. შესაბამისად, თქვენ შეიძლება ქაღალდზე ბინის მეპატრონე გახდეთ, სინამდვილეში კი ბინაში შესვლა მხოლოდ რამდენიმე წელიწადში შეძლოთ (ისიც მხოლოდ სინდისიერი მშენებლის პირობებში). როგორც წესი, ბინის ფასი საწყის და დასრულებულ ეტაპებს შორის 30-40%-ით მერყეობს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ  ყიდვისთვის საუკეთესოა მისი „ოქროს შუალედი“, როდესაც ის ექსპლუატაციაში ჯერ არ მიუღიათ და ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია.

აუცილებლად შეისწავლეთ სამშენებლო კომპანია. თუ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია, არსებობს ცოცხალი რეკომენდატორები და დასრულებული პროექტები, ეს ყიდვისთვის მწვანე შუქია. უმნიშვნელო პასუხგაუცემელი კითხვის არსებობის შემთხვევაშიც კი, დაუსრულებელი და მითუმეტეს მხოლოდ ქაღალდზე “დახაზული” სახლის ყიდვა არ ღირს.

დოკუმენტაცია

კანონის მიხედვით, მშენებელს დოკუმენტაციის მთელი ნუსხა უნდა ჰქონდეს, რომელიც საჯაროა და ადვილად ხელმისაწვდომი. მაგალითად, კომპანიის წესდება, მიწის ფლობის დამადასტურებელი ამონაწერი, მიწის ნაკვეთის გეოლოგიური დასკვნა და ა.შ, აუცილებლად შეისწავლეთ ისინი და უშუალოდ შესყიდვის მომენტში ეს დოკუმენტები კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაიარეთ. ასეთ შემთხვევაში მომავალში არასასურველი სიურპრიზებისგან დაცული იქნებით.

ოთახების რაოდენობა

დაფიქრდით და შეისწავლეთ თქვენი ოჯახის წევრების მოთხოვნილებები. ამის შემდეგ ჩამოყალიბდით, თუ რამდენი იზოლირებული ოთახი გჭირდებათ. ლოგიკურია, როცა ახალგაზრდა წყვილისთვის ერთ ოთახიანი ბინაც საკმარისია, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ისინი ბავშვს ელოდებიან. ამიტომ ამ საკითხზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

სართული და ლიფტი

სართულის სიმაღლე მარტო ხედებზე არ მოქმედებს. მეხუთე სართულიდან შესაძლებელია მშვენიერი ხედები იშლება და არც ქუჩის ხმაური შემოდის, მაგრამ თუ ის ულიფტოა, გადასვლის მომენტში, ბარგის კიბეებზე ერთხელ ატანას ახალი ბინის სიხარული გადაგატანინებთ, მაგრამ მომავალში მეხუთე სართულის ზემოთ ფეხით სიარული მალე მოგბეზრდებათ. ახალ აშენებულ ბინებში ასეთი პრობლემა პრაქტიკულად გამორიცხულია. ულიფტო სახლებში დაბალ სართულებზე ბინა უფრო ძვირია, სამაგიეროდ, ქუჩიდან შემოსული ხმაურიც და გარე განათების შუქი მეტად შემაწუხებელია. ამიტომ ამ საკითხზე კარგად დაფიქრებაა საჭირო.

მდებარეობა

ყურადღება მიაქციეთ ბინის ცენტრიდან დაშორებას. დაფიქრდით, რა მანძილის გავლა მოგიწევთ ყოველდღიურად ისეთ ობიექტებამდე, როგორიცაა სამსახური, ბავშვთა წრეები, სკოლა და ა.შ. ახალი ბინის შეძენის დროს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რადგან ეს დეტალი თქვენი ყოველდღიური კომფორტისა და სიმშვიდის განმსაზღვრელი ელემენტია.

ჩაბარების პირობები

დღესდღეობით დეველოპერები ერთი შეხედვით ისეთ იდეალურ ბინებს გვთავაზობენ, სადაც მხოლოდ შესვლა და ბედნიერად ცხოვრებაა საჭირო. თუმცა, ძალიან ხშირად ბუკლეტებში ლამაზად დახატული მოლოდინები რეალობას მნიშვნელოვნადაა აცდენილი. სწორედ ამიტომ, ბინის შეძენამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩაბარების პირობების (გამოყენებული მასალები, კარ-ფანჯარა, შეყვანილი ელექტრობა, გათბობის სისტემა და ა.შ.)  დეტალურად გავლა კომპანიის წარმომადგენელთან.

და ბოლოს, იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ნერვიულობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე, არსებობს ერთი მარტივი გამოსავალი: შეარჩიეთ თქვენი მომავალი საცხოვრებელი მხოლოდ ავტორიტეტულ და სანდო სამშენებლო კომპანიაში. ამ ერთი სწორი გადაწყვეტილებით, თქვენ ნამდვილად არასდროს ინანებთ გაკეთებულ შენაძენს, ვინაიდან მაღალი სტანდარტების მქონე დეველოპერული კომპანია ყოველთვის მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული. ერთ-ერთი ასეთი დასახლება თბილისში “ნამაი ვაკეს” კომპლექსია. ეს არის ლიეტუვური კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება. კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია საერთაშორისო მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს, რომ “ნამაი ვაკეს” კომპლექსის მშენებლობას მაღალი სტატუსისა და ფინანსური სიმყარის მქონე გუნდი მართავს.

აღნიშნული სამშენებლო კომპანია მომხმარებელს ზედმიწევნით დაცულ უმაღლეს ევროპულ სტანდარტსა და ახალ ტექნოლოგიებს სთავაზობს, რაც ბინის მესაკუთრისთვის პერსპექტივაში მნიშვნელოვან ემოციურ და ფინანსურ სარგებელს იძლევა. საუბარია ისეთ გადაწყვეტებზე, როგორიც არის გაზის გათბობის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ბინების თბილი იატაკის სისტემას გამთბარი წყლით ამარაგებს. შედეგად კი გაზრდილი კომფორტი და შემცირებული კომუნალური ხარჯი მიიღება. ასევე “ნამაი ვაკეს” ბინებში ევროპაში პოპულარული რეკუპერაციის სისტემით აღჭურვილი ვენტილაციის სისტემაა დანერგილი, რომელიც სივრცეში სუფთა და ზომიერად ნოტიო ჰაერს უზრუნველყოფს. ამას გარდა, კომპლექსის სახურავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, რომლებიც საერთო ტერიტორიების ელექტრომოთხოვნილების უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს. ეს კი პირდაპირ ნიშნავს მობინადრეების დაზოგილ ხარჯს და შენარჩუნებულ ეკოლოგიას. ამ ყველაფერს ემატება იდეალური ადგილმდებარეობა ქალაქთან ახლოს, მაგრამ ხმაურისგან და გამონაბოლქვისგან მოშორებით. შესაბამისად, “ნამაი ვაკე” ნამდვილად არის იმ მცირერიცხოვან დეველოპერულ პროექტებს შორის საქართველოში, სადაც ბინის შეძენა არასდროს გახდება სანანებელი.

დასასვენებელი სახლი ახალ ზელანდიაში

ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში Adjarabet-ის მაღალტექნოლოგიური საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა