in

სახლის რეკონსტრუქცია გლობალური პანდემიის დროს

რეკონსტრუქციის დაწყება საკმაოდ საშიში გადაწყვეტილებაა მაშინაც, როდესაც გარე პირობები ხელს გვიწყობს, მაგრამ სახლის განახლება გლობალური პანდემიის დროს თითქმის შეუძლებლად ჟღერს. აშერ ლიფმანი (Asher Lipman) 15 წელია ამ საქმიანობით არის დაკავებული ნიუ იორკში და მას “ნიუ იორკის რეკონსტრუქციის მწვრთნელსაც” უწოდებენ (NYC Renovation Coach). აშერი ადამიანებს ეხამრება ბიუჯეტის შერჩევაში, პროექტის მომზადებაში, კონტრაქტორების მოძებნასა და სხვა დეტალებში. სტატიაში წარმოგიდგენთ მასთან AD-ის მიერ მომზადებულ ინტერვიუს:

რა გავლენა იქონია პანდემიამ რეკონსტრუქციის ფასსა და დროზე?

როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გაიზარდა. შენობებში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა და ბევრი ადამიანის ერთად შესვლა აკრძალულია, ეს რა თქმა უნდა ანელებს პროცესს და ასევე ზრდის ხარჯებს. ზოგი მასალის ფასიც გაიზარდა მათი რთული ტრანსპორტირების გამო.

როგორ ეგუებიან თქვენი კლიენტები ამ სიტუაციას?

იმაზე უფრო მარტივად, ვიდრე წარმომედგინა. ისინი საკმაოდ კარგად აანალიზებენ რომ ახლა რთული დროა. ნიუ იორკელები შექმნილ ვითარებას საკმაოდ სერიოზულად უდგებიან.

არის თუ არა რაიმე კონკრეტული რეკონსტრუქციის პროექტი რომელსაც ადამიანები ითხოვენ?

დიახ, ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადია ოფისის მოწყობა სახლში. ასევე ბავშვებისთვის ოთახი რომელსაც Zoom Room-საც ვუწოდებთ. ორივე შემთხვევაში, ეს არის ადგილი სახლში, რომელიც აქამდე არ იყო ასეთი აქტუალური.

APARTMENT RENOVATION, BRAZIL, Lez Arquitetura, 2020
APARTMENT RENOVATION, BRAZIL, Lez Arquitetura, 2020
APARTMENT RENOVATION, BRAZIL, Lez Arquitetura, 2020

როგორი დამოკიდებულება აქვს ხოლმე თვითონ შენობის მენეჯმენტს?

მარტში, აპრილსა და მაისში შენობების უმეტესობამ შეზღუდა სარემონტო სამუშაოები. მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ მთლიანად ვერ შეაჩერებენ პროცესს, ამიტომ რეგულაციებთან ერთად გრძელდება მუშაობა. შეზღუდულია ბინების რაოდენობა, რომელიც რემონტდება, არ შეიძლება ბევრი ადამიანის ერთად მუშაობა.

არის რაიმე რასაც დღეს დისტანციურად აკეთებთ, ადრე კი ადგილზე აკეთებდით?

შეხვედრების უმეტესობა ტარდება დისტანციურად, ასევე შესყიდვებიც ინტერნეტის და ტექნოლოგიების საშუალებით ხდება. თუ რაიმე სპეციფიური ქვა ან მარმარილოა ასარჩევი რათქმაუნდა ადგილზე ნახვა სჯობს.

სახლის განახლება საკმაოდ სტრესული საქმეა, ზოგჯერ ფსიქოლოგის როლსაც ხომ არ ირგებთ კლიენტებთან?

კი, ადრეც ყოველთვის ვითავსებდი ამ როლს, განსაკუთრებით თუ წყვილი ან ოჯახი იყო დამკვეთი. ყველას თავისი ესთეტიკის აღქმა აქვს და ეს კარგად მემის. ახლა, პანდემიის დროს უფრო მეტად გვიწევს კლიენტების დამშვიდება.

APARTMENT RENOVATION, BRATISLAVA, Grau Architects, 2020
APARTMENT RENOVATION, BRATISLAVA, Grau Architects, 2020
APARTMENT RENOVATION, BRATISLAVA, Grau Architects, 2020

როგორც ვიცით, კლიენტებს უმეტესად ურჩევთ, რომ არ დარჩნენ სახლში რეკონსტრუქციის დროს, ეს ისევ ასეა?

ადრე ესე იყო, ახლა – პანდემიის დროს – ძალიან რთულია სასტუმროს პოვნა ან ბინის ქირაობა. მაგრამ, როდესაც სახლში რემონტია, მაცხოვრებლები სახლიდან მუშაობენ და ბავშვიც დისტანციურად ესწრება გაკვეთილებს, ესეც არ არის უსაფრთხო გზა. ბევრი კლიენტი გვყავს ვინც მეგობრებთან ან სხვა ოჯახის წევრებთან დარჩა სანამ პროექტი დავასრულეთ.

როგორც ფიქრობთ, არის რაიმე ცვლილება, რომელიც ინდუსტრიაში პანდემიის შემდგომაც დარჩება?

მგონია, რომ შენობები ზოგ რეგულაციას ისევ შეინარჩუნებენ, სისუფთავე ხომ ყოველთვის კარგია? ამიტომ მაინც შეზღუდავენ რემონტის რაოდენობას, ამგვარად შენობაში ნაკლები არეულობა და ხმაური იქნება. ასევე მგონია, რომ შესყიდვების დიდი ნაწილი დისტანციურად განხორციელდება. სხვათაშორის, კლიენტებიც ასეთ სტრესულ რეჟიმში უფრო მარტივად იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება.

APARTMENT RENOVATION, SERBIA, Riste Dobrijevic
APARTMENT RENOVATION, SERBIA, Riste Dobrijevic
APARTMENT RENOVATION, SERBIA, Riste Dobrijevic

წყარო: Architecturaldigest, Dan Avery

 

 

პატარა ბინის დიზაინის ანბანი

ოთახის მცენარეები როგორც დიზაინერული ელემენტი