in

დასასვენებელი სახლი ახალ ზელანდიაში

Alliance Group
Alliance Group

ეს დასასვენებელი სახლი, რომელსაც მთებსა და ტბაზე 360 გრადუსიანი ხედები აქვს, ქვინსთაუნელმა არქიტექტორმა სტეისი ფარრელმა შექმნა.

„ეს პროექტირებისთვის ნამდვილად შთამაგონებელია ადგილია“ – ამბობს არქიტექტორი.

დიზაინი სპეციალურად დასასვენებელი სახლისთვისაა შექმნილი, რომელიც ოჯახის გაზრდასთან ერთად შესაძლებელია მუდმივ საცხოვრებლადაც გამოდგეს.

„ჩემი კონცეფცია იმაში მდგომარეობდა, რომ სახლი დამოუკიდებელ კაფსულებად დამეყო. ყოველი კაფსულა ადგილზე განსაკუთრებული ყურადღებით მოთავსდა, რადგან აქედან ტბისა და ჩრდილოეთის მზის საუკეთესო ხედები უნდა გაშლილიყო. ისინი ერთმანეთთან გალერეითაა შეერთებული, რომელშიც მეპატრონის რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი.

არსებობს დიზაინის გარკვეული წესები, რომლებიც მასალებს, სახურავის დახრასa და ფერს ეხება. ეს ყველაფერი თანამედროვე ესთეტიკისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი საკვანძო ამოცანა ენერგოეფექტური სახლის შექმნა იყო, რომელსაც დაკეტილ მდგომარეობაში განსაკუთრებული მოვლა არ უნდა დასჭირვებოდა.

სახლის დაყოფა გარე კედლების სიგრძის პრობლემას ქმნიდა, რაც ბიუჯეტზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებდა.

ეს სახლი სამ შვილიანი ავსტრალიელი ოჯახისთვის უნდა შექმნილიყო. ნაკვეთი ტბას ესაზღვრება და მთებზე 360 გრადუსიანი ხედები აქვს. ერთ-ერთი მეპატრონე მხატვარია, ამიტომ დიზაინერს მისი დიდი ნახატების საგამოფენო ადგილიც უნდა გაეთვალისწინებინა. მეპატრონეებმა სახლის ორ – ბავშვების და სტუმრების სივრცეებად დაყოფა ითხოვეს.

ფასადის დიზაინი ნაკვეთის მდებარეობასთან შესაბამისადაა შესრულებული. დაყოფა გალერეით დაკავშირებული მოდულებით მოხერხდა. ყოველი კაფსულის მდებარეობა ხედების საუკეთესო განშლას, მზის სხივების ოპტიმალურ განაწილებას და სიმყუდროვის მაქსიმალური ხარისხს უზრუნველყოფს.

ტექნიკური მომსახურების საჭიროება სახურავისა და კედლების ლითონის ფერადი მოპირკეთების საშუალებით მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. აქ ხე თითქმის არ არის გამოყენებული, ამიტომ მოპირკეთების განახლების აუცილებლობა აღარ არსებობს. თანამედროვე იერი კი ორიგინალური წყალსადინარი ღარით იქნა მიღწეული.

რისთვის არის საჭირო რეკუპერატორი და როგორ მუშაობს ის?

რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ბინის ყიდვა სანანებელი არ გაგვიხდეს