in

რა ეტაპებს მოიცავს რემონტი ახალაშენებული კორპუსის ბინაში

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახალ აშენებულ სახლში ბინის ბედნიერი მესაკუთრე გახდა, უმოკლეს ვადაში გადასვლის იდეითაა შეპყრობილი. შესაძლებელია რემონტი მეპატრონემ საკუთარი ძალებით წამოიწყოს, ან როგორც ეს ხშირად ხდება, მისი განხორციელება შერჩეულ პროფესიონალთა გუნდს ანდოს. ორივე შემთხვევაში, აუცილებელია სამოქმედო გეგმის ყოველი ნაბიჯის გონივრული გათვლა.

დღეს ამ ეტაპებზე მოგიყვებით და აქვე დავძენთ, რომ საუკეთესო ვარიანტია, თუ თქვენი ჩართულობა მხოლოდ მეექვსე ეტაპიდან გახდება აუცილებელი. ეს შესაძლებელია კარგი სარემონტო გუნდის დაქირავებით ან მაღალი ხარისხის მიმდევარი მშენებელი კომპანიის სახლებში ე.წ. „მწვანე კარკასის“ კონდიციის ბინის შეძენით განხორციელდეს.

ახალ აშენებულ სახლში ბინის გარემონტება ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ, დროისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით, უმჯობესია ეს საქმე საიმედო პროფესიონალებს ანდოთ. კარგი სპეციალისტები რთული მოსაძებნია, თუმცა ცდა ნამდვილად ღირს.

თუ რემონტის უშუალო ზედამხედველობის გაწევა გსურთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი ჩასატარებელი ეტაპების მოკლე აღწერა ამ საქმეს გაგიადვილებთ:

პირველი ეტაპი – ეს მოსამზადებელი სამუშაოებია და აქ შედის: გადაგეგმარება (ძველი შიდა კედლების მოხსნა, ახლის აღმართვა), გათბობის სისტემის რადიატორებისა და სველი წერტილებისა გადატანა, ბეტონის ფილის კედლებთან შეერთების ადგილების დამუშავება და ხმის საიზოლაციო ფენის მოწყობა.

მეორე ეტაპი – სანტექნიკური დანადგარებისა და ელექტრობის მონტაჟი.ზოგიერთ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასევე ბინის ინდივიდუალური ელექტრო გამანაწილებელი ფარის ინსტალაციაც ხორციელდება. თუ სატელეფონო, ინტერნეტის და სხვა საკომუნიკაციო ხაზებია გასაყვანი, ესეც ამ ეტაპზე ხდება.

მესამე ეტაპი – მოჭიმული ან თვითსწორებადი იატაკის დასხმა. თუ თბილი იატაკის მოწყობა იგეგმება, ეს პროცესიც ამ ეტაპზე ხორციელდება.

მეოთხე ეტაპი – კედლების გასწორება. ეს შესაძლებელია კლასიკური შებათქაშებით მოხდეს, ან თაბაშირ-მუყაოს ფილების მეშვეობით. კარის თაღები, ნიშები და ოთახშორისი ტიხრები თაბაშირ-მუყაოთი ასევე ამ ეტაპზე იწყობა.

მეხუტე ეტაპი – შემოსასვლელი კარის შეცვლა (თუ ამის საჭიროება არსებობს) და ფანჯრის რაფების დამუშავება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ჭერის მოპირკეთების დაწყება – შეღებვა, შეთეთრება ან მოსაჭიმი კონსტრუქციების ინსტალირება.

მეექვსე ეტაპი – კედლების მოპირკეთება: შეღებვა, შპალერის გაკვრა, კედელში არსებული ნიშების გაფორმება და ა.შ. ამის შემდგომ ხდება როზეტებისა და ჩამრთველების ინსტალაცია, ასევე სანათების დაყენება.

მეშვიდე ეტაპი – იატაკის საბოლოო ფენის დაგება და პლინთუსების მონტაჟი, ამას მოჰყვება ავეჯის აწყობა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დადგმა. ბოლოს კი გენერალური დალაგება.

დაგვეთანხმებით, რომ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და გემოვნება მხოლოდ მეექვსე ეტაპიდან გამოჩნდება. თუ გაგიმართლებთ და ხელოსნების კარგ ჯგუფს აარჩევთ, ეს მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. თუმცა, გაცილებით მოხერხებული და სასიამოვნო იქნება, თუ თქვენი ჩართულობა სტილის, კედლების ფერისა და ინტერიერის სხვა ელემენტების შერჩევიდან დაიწყება. წარმოიდგინეთ რამხელა მონაპოვარია, როცა ყველა შავი სამუშაო უკვე შესრულებულია და თანაც შესაშური ხარისხით. სწორედ ამიტომაა დღეს ასეთი ტრენდული უძრავი ქონების შეძენა ე.წ. „მწვანე კარკასის“ მდგომარეობაში. ეს არის ბინის “თეთრ კარკასზე” დაწინაურებული კონდიცია, რომელიც დამატებით შეიცავს: შებათქაშებულ და ერთი პირით გალესილ კედლებს, გათბობის მილებსა და სანტექნიკურ მილგაყვანილობას.

თუმცა, არსებობს ისეთი დეველოპერული კომპანიები, რომლებიც უფრო შორს მიდიან და მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ვარიანტს სთავაზობენ. სწორედ ასეთ კონდიციაში ბარდება ბინები „ნამაი ვაკეში“, თბილისში არსებულ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც მომხმარებლის მოთხოვნილებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. როგორც აღვნიშნეთ, „ნამაის სტანდარტით“ გადაცემული ახალი ბინა, ე.წ. „მწვანე კარკასს“ გარკვეული სიკეთეებით უსწრებს. აქ მფლობელს „მწვანე კარკასისთვის“ დამახასიათებელი პირობების გარდა, დამატებით ევროპული ხარისხის თბილი იატაკი, გაგრილება-გათბობის სისტემა, თერმო რეგულატორი, ჰაერის გამწმენდი რეკუპერატორი, ინდუქციური ქურა, შემოსასვლელი კარის დომოფონი და სველ წერტილებში შეკიდული უნიტაზის ავზი დახვდება. ერთადერთი ძალისხმევა, რომელიც მფლობელმა უნდა გასწიოს ამ შემთხვევაში, იატაკის საფარისა და კედლების შპალერით ან საღებავით საბოლოო მოპირკეთებაა, რაც ბინის მეპატრონისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო შემოქმედებითი პროცესია.

Homeisინსპირაცია: გაერთიანებული სამზარულო და სასადილო ზონა – რამდენიმე ნიმუში შთაგონებისთვის

შუშის კუბიანი ეკოლოგიური ლოფტი მადრიდში