მანსარდული ტიპის ოთახის დეკორირება არც ისე მარტივი საქმეა, ვინაიდან სახურავის დახრილი კედლები სივრცეს ამცირებს და შესაბამისად, თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სხვენში მოწყობილ ოთახებში სწორი დიზაინ გადაწყვეტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღევანდელი ჩვენი თემა მანსარდული ტიპის საძინებლებია. არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ სივრცის დაზოგვასა და თვალშისაცემი ვიზუალური ეფექტის მიღწევაში. სწორედ ამ იდეებს გთავაზობთ ქვემოთ მოცემულ მაგალთებში:
1. საწოლი დახრილი კედლების ქვეშ
2. საწოლი ოთახის ცენტრში
3. საწოლი ფანჯრის ქვეშ
4. საწოლი კედელში ჩაშენებული კარადებით
5. კარადები დახრილი კედლების ქვეშ