in

ცისფერი სამზარეულო და 70-ების სტილი – ულამაზესი სახლი ლონდონში

Banner M2
Banner M2

როგორც დიზაინერები ამბობენ, 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი 70-იანი წლების სტილის გამოყენებაა ინტერიერში. დღეს სწორედ ამ კრიტერიუმის შესაბამის პროექტს წარმოგიდენთ.

ეს ლონდონური თაუნჰაუსი რამდენიმე სხვადასხვა სტილის გაერთიანების შედეგია. აქ გვხვდება როგორც ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის დამახასიათებელი გავლენა, ასევე ვინტაჟური სტილი და 70-ანი წლების დიზაინი.

სახლის პირველ სართულზე გვხვდება ღია გეგმარების სამზარეულო, რომელიც გადაწყვეტილია ღია ცისფერ ტონში. აქვეა მისაღები ზონაც, რომლის მთავარ აქცენტს მდოგვისფერი ტახტი წარმოადგენს. ეს ფერთა კომბინაცია საკმაოდ საინტერესო კონტრასტს იძლევა და ვიზუალური სიამოვნების წყაროს წარმოადგენს.

ინტერიერში მრავლად გვხვდება მცენარეები და მათი უმრავლესობა ჭერზეა დაკიდებული, რაც სივრცეს ნამდვილად გამორჩეულ იერს სძენს. ამას გარდა, სახლი ჰარმონიულად უკავშირდება შიდა ეზოს, სადაც სამზარეულოს გავლით მოხვედრაა შესაძლებელი.

ყურადღებას იქცევს სახლის ვერანდა, რომელიც შუშით არის გადახურული და ტერაკოტას ფერშია შეღებილი. ეს არის მზის სხივებით გაჟღენთილი სივრცე, რომელიც ცუდ ამინდშიც კი ბუნებასთან კავშირის საშუალებას იძლევა.

სახლის თითოეულ ოთახს საკუთარი ინდივიდუალური სტილი გააჩნია. საერთო ჯამში კი ბინა საკმაოდ ფერადია და გაჯერებულია ბუნებრივი ელემენტებითა და ვინტაჟური სულით. ღია ვარდისფერი სასტუმრო ოთახი ყვითელი ხავერდის ტახტით, შავ ტონებში შეღებილი ბარის სივრცე ვინტაჟური სკამებით, ჟოლოსფერი აბაზანა და მწვანე ხავერდის ფარდები მთავარ საძინებელში – დაუჯერებელია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ინტერიერის ნაწილია და ერთმანეთს საუცხოოდ ეხამება.

Homeisინსპირაცია: დარაბები ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

არქიტექტორები, დიზაინერები და კულტურული დაწესებულებები მსოფლიო მასშტაბით უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ