in

რომელი იატაკის საფარია უკეთესი ბინაში, სადაც შინაური ცხოველი ბინადრობს

IPS
IPS

შინაური ცხოველების მფლობელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რემონტის დროს შესაბამისი საფარის ამორჩევაა. გამოწვევის სწორად აღსაქმელად ჯერ გავიხსენოთ, რას ნიშნავს ბინაში შინაური ცხოველის ყოლა.

პირველ რიგში, ეს დაცვენილი ბალანია, მოკლე თუ გრძელი, რომელიც იატაკზე და სხვა ზედაპირებზე რეგულარულად ხვდება. მეორე პრობლემა ძაღლის ან კატის ბრჭყალებია. თუ ძაღლის შემთხვევაში მხოლოდ იატაკის საფარის დაზიანებასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რომელიც ძაღლებმა შესაძლებელია დაღრღნან ან დაკაწრონ. კატების შემთხვევაში რისკს ჯგუფს კედლებიც ემატება. კატას კედელზე ასვლა, დეკორატიული საფარების დაზიანება და შპალერის დახევა შეუძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შინაური ცხოველები არც პირდაპირ იატაკზე მოსაქმებას თაკილობენ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ბინის იერს საგრძნობლად ვნებს.

თუმცა, გამოსავალი მაინც არსებობს. დღეს უამრავი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა გამოდის, რომელთა შორის, შესაძლებელია, თქვენი ცხოველისთვის შესაფერის არჩევა.

განვიხილოთ იატაკის საფარები

1. კოვროლინი

ბინაში, სადაც ძაღლი ან კატა ბინადრობს მისი არცერთი სახეობა გამოდგება, თუნდაც უბეწვო. ქვიშა და ბალანი ყოველდღიურ ტოტალურ დალაგებას მოითხოვს და ამ შემთხვევაში კოვროლინი შესაძლებელია ალერგენის, მტვრის ტკიპებისა და ბაქტერიების გამავრცელებელ ძლიერ წყაროდ იქცეს.

2. ლინოლეუმი

ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარიანტია. დაზიანებას ნაკლებად ექვემდებარება, ადვილად ირეცხება, ადვილად იტანს წყლის ზემოქმედებას (ეს აქტუალურია, როდესაც სახლში ლეკვებია), არ სრიალებს და ხმასაც ახშობს (ანუ ჩხაპნის პროცესი ნაკლებად ისმის). უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთ შინაურ ცხოველს ლინოლიუმის ზედაპირიდან აღება და სიამოვნებით დაღრღნა შეუძლია. უმჯობესია ლინოლიუმი პლინთუსების ქვეშ საფუძვლიანად დამაგრდეს. ყურადღება მიაქციეთ ლინოლიუმის შემადგენლობას. ზოგიერთი მავნე ნივთიერებებს გამოყოფს, რომელიც ადამიანებსა და შინაურ ცხოველებში ალერგიას იწვევს.

3. ფილა

ეს მასალა ასევე პოპულარულია, თუმცა, როგორც წესი, ის სრიალა და ცივია, მაგრამ ამასთანავე იგი მტკიცეა და ტენის არ ეშინია. თუ ფილას შეარჩევთ, რეკომენდებულია თბილი იატაკის დაგება და ხორკლიანი ზედაპირის არჩევა. ფილის შეერთების ადგილებში ისეთი მასალები გამოიყენეთ, რომლებიც ადვილად ირეცხება, რადგან შინაური ცხოველების პირობებში ამის კეთება ხშირად მოგიწევთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფილა სამზარეულოსთვის, შემოსასვლელისთვის ან სველი წერტილებისთვის კარგი არჩევანია, თუმცა არა საცხოვრებელი სივრცეებისთვის.

4. ლამინატი

მას საკმარი ხმის იზოლაცია არ აქვს და ძაღლის ნებისმიერი ნაბიჯი ფაქტიურად მთელს ბინაში ისმის (განსაკუთრებით ღამე). ეს იატაკის საფარი სრიალაა და ცხოველისთვის არა მხოლოდ არაკომფორტული, არამედ ტრავმის მიღების მაღალი რისკის შემცველია. ლამინატს წყალი არ უყვარს. როგორც უკვე ვთქვით, ცხოველებს პირდაპირ იატაკზე შეუძლიათ მოსაქმება, ტენის საფარში შეღწევა კი მის ამობურცვას გამოიწვევს. გარდა ამისა, უსიამოვნო სუნიც გაჩნდება.

5. პარკეტი

მახასიათებლებით პარკეტი ყველაზე კარგია ბინებისთვის, სადაც შინაური ცხოველებია. ის ლაქის რამდენიმე ფენითაა დაფარული და გაკაწვრის ნაკლებად ეშინია. არ ცურავს, არ იწვევს ალერგიას. ერთადერთი “ცუდი” მხარე მისი მაღალი ფასია.

6. კორპის საფარი

ეს ძვირფასი პარკეტის კარგი ალტერნატივაა. საცობი ნატურალური მასალაა, რომელიც ლაქითაა დაფარული. ასეთი იატაკები არ ცურავს, კარგად უძლებს დატვირთვას და ნესტს, შთანთქავს ხმაურს. საცობის იატაკი თბილია, ამიტომ აქ გათბობის სისტემის ჩამონტაჟება არაეფექტურია. ძაღლების მეპატრონეების გამოხმაურებების თანახმად, ის ლეკვების დატვირთვასაც კი ადვილად უძლებს, ეს კი უსასრულო გუბეები, სირბილი და დალაგებაა.

სტუმრად დიზაინერ რობერტო კავალისთან

ბაუჰაუსის 10 საკულტო ნივთი