„შილდას“ ღვინის სადეგუსტაციო ცენტრი, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშების ხუთეულში მოხვდა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, 6 შენობაზე/პროექტზე და მათ შემქმნელ 5 არქიტექტურულ კომპანიაზე, ანუ „მწვანე არქიტექტურის 5 ჯადოსნურ მაგალითზე“, საზოგადოებას, Euronews უამბობს.
„X-architecture საერთაშორისო არქიტექტურული კომპანიაა, რომელსაც ოფისები ლონდონსა და თბილისში აქვს. მათ საქართველოში, კახეთის რეგიონში, არაორდინალური ღვინის საწარმოს, სახელად „შილდა“ პროექტი შექმნეს. მისი ფორმა ზუსტად შეესაბამება გარემო პირობებსა და ღვინის ხარისხს. შენობა, პირდაპირი მნიშვნელობით, განთავსებულია ვენახში და ზედხედით მისი შემჩნევა, თითქმის, შეუძლებელია. მეტიც, ნიადაგის სითბური მასა გამოყენებულია ნაგებობის გაგრილების ოპტიმიზაციისთვის. ფასადის უდიდესი ნაწილი მიმართულია ჩრდილოეთისკენ, რომ მზის სინათლე პირდაპირ არ დაადგეს და შემცირდეს ენერგო დანაკარგი. [ეს პროექტი] უდაოდ ჩვენი ფავორიტია“ – წერს „ევრონიუსი“.
„შილდას“ სადეგუსტაციო ცენტრის შენობის პროექტი X-architecture-მა დაახლოებით, 3 წლის წინ შექმნა. ქართულ-ინგლისური არქიქტურული კომპანიის დამფუძნებლები, ლონდონელ კოლეგებთან ერთად, დიმიტრი ჭაავა და სოსო ელიავა არიან.
„შილდასთან“ შემქმნელებთან ერთად, „ევრონიუსის“ ხუთეულში, კანადაში, გერმანიაში, რუმინეთში, სინგაპურსა და გვატემალაში მდებარე შენობები/პროექტები და მათი არქიტექტორები მოხვდნენ:
Yin & Yang House, Germany Christ Precht, Penda
Toronto Tower, CanadaStudio Precht
Park Royal Hotel Pickering, Singapore WOHA
Off The Grid Office Stefan Mantu, Engraff Studio
Corralo House, Guatemala PAZ Arquitectura