უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიას დღეს ქართველი კერამიკოსები გამოეხმაურნენ და მათ საქველმოქმედო აქცია დააანონსეს. სტუდია Ceramic Studio 1300 მოუწოდებს კოლეგებს, რომ 4, 5 და 6 მარტს გაერთიანდნენ მათ შოურუმში (“ფაბრიკის” ტერიტორიაზე) და ერთად დაეხმარონ ომის შედეგად დაზარელებულ უკრაინელებს.
“ძალიან სპონტანური იდეა: გავერთიანდეთ კერამიკოსები და კერამიკული სახელოსნოები და გავაკეთოთ ერთად ეს საქმე. ნებისმიერ კერამიკოსს, სტუდიას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა თავისი ნამუშევრების შემოწირულობით, რომელსაც გამოვფენთ და გავყიდით 4, 5, და 6 მარტს ჩვენს შოურუმში, ფაბრიკის ეზოში. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსულ თანხას გადავრიცხავთ ერთად უკრაინაში. ეს მინიმალურია რაც შეგვიძლია გავაკეთოთ,” – ნათქვამია Ceramic Studio 1300 Jibu/Taso-ს Facebook პოსტში.