in

ნათელი და მყუდრო ბინა სკანდინავიურ სტილში

Banner M2
Banner M2

შვედეთში მდებარე ეს შენობა 1912-14 წლებშია აშენებული და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის განახლებული და რესტავრირებულია, ინტერიერში მაინც იგრძნობა ძველებური ხასიათი.

რენოვაციის პროცესში სახლს დაემატა სხვენი, რომელიც ამ საცხოვრებელი სივრცის ყველაზე ნათელ და მყუდრო ადგილს წარმოადგენს. აქ მისაღები ოთახია განთავსებული და მასში რამდენიმე “ჭერის ფანჯარა” გვხვდება, რაც სივრცეს უხვი ბუნებრივი განათებით ავსებს. დიდი ხალიჩა, ბალიშები და პლედები კი დამატებითი კომფორტის შეგრძნებას იძლევა. აქვეა საკითხავი კუთხეც, რომელიც რბილი ავეჯის ზონის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

სახლის “გულს” სამზარეულო წარმოადგენს. აქ ულამაზესი ხის იატაკი და დიდი სასადილო მაგიდა გვხვდება. სამზარეულოს თეთრი ფერი დაბალანსებულია მარმარილოს ზედაპირითა და ღია მწვანე თაროებით. საკმაოდ საინტერესოა, რომ ბინაში კიბის უჯრედის სივრცეც ბოლომდეა ათვისებული და აქ მაცივარი, საყინულე და სამზარეულოს კარადებია ჩამონტაჟებული.

რაც შეეხება საძინებელს, ის ულამაზეს ატმისფერშია შეღებილი. აქვეა პატარა ნიშა, რომელშიც მყუდრო სარელაქსაციო ზონა მოეწყო კომფორტული სავარძლითა და კედელზე დამონტაჟებული პატარა მაგიდით.

ბინის ყველაზე მცირე ფართი აბაზანას უჭირავს, თუმცა თეთრი ფერის ფილების წყალობით, ეს სივრცე გადატვირთული არ ჩანს და ის მაქსიმალურად არის ათვისებული.

საძინებლის დაპროექტებისას დაშვებული გავრცელებული შეცდომები

ოფისი-შოურუმი ვარდისფერი და შავი დეტალებით – თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი