მწვანე ფერი ბუნებასთან და სიცოცხლესთან ასოცირდება. ფსიქოლოგების თანახმად, მას ასევე დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. სწორედ ამიტომ, ეს ტონი საკმაოდ ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში.
მწვანე ფერი გვაძლევს საშუალებას, გავახალისოთ ინტერიერი ისე, რომ თან ძალიან არ გადავტვირთოთ ის. არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ სამზარეულოში მწვანე აქცენტები გავაკეთოთ – ეს შეიძლება იყოს მწვანე კარადები, ფილები ან კედლები. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მწვანე ფერის უამრავი გრადაცია არსებობს, დაწყებული მუქი ჭაობისფერით, დამთავრებული ღია ფისტასფერით. ამ შემთხვევაში, არჩევანი თქვენზეა, თუმცა რომელი ტონიც არ უნდა შეარჩიოთ, მწვანე ნამდვილად ყველა ფორმით ძალიან ლამაზია. ამაში კი ქვემოთ მოცემული რამდენიმე მაგალითი დაგარწმუნებთ: