in

ვარსკვლავური ინტერიერი: სტუმრად კრისტიან ლუბუტენის ეგვიპტის სახლში

Banner M2
Banner M2

ფეხსაცმლის დიზაინერთაგან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრისტიან ლუბუტენი შვებულებას ფეხშიშველი ატარებს. მისი თავშესაფარი ძველებური მონასტრის ხედებით დამშვენებული ტრადიციული ქვის სახლია, რომელიც ეგვიპტურ ქალაქ ასუანში მდებარეობს.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფეხსაცმელების შემქმნელი კრისტიან ლუბუტენისთვის (Christian Louboutin) დედამიწაზე მხოლოდ ერთადერთი ადგილი არსებობს, სადაც სამსახური, ანუ ფეხსაცმელები ავიწყდება. ეს ეგვიპტური ქალაქი ასუანია, სადაც ის შვებულებებს ატარებს. „მე აქ წელიწადში მინიმუმ ორჯერ ჩამოვდივარ, ეს ჩემი გამოქვაბულია, – ყვება დიზაინერი. – ადგილობრივი პეიზაჟი საოცრად ლამაზია. ის ცის, კლდეებისა და უდაბნოსგანაა მოქსოვილი. სახლის ცვილით გაპოხილი ტერრაკოტის იატაკები ფეხშიშველად ყოფნისკენ გვიბიძგებს, რადგან მასზე სიარული სწორედ ასეა სასიამოვნო.

ლუბუტენი ძველი შენობის საწყობში დასახლდა, რომელიც საცხოვრებლად გადააკეთა. ოთახები ასკეტურადაა მოწყობილი და რაღაცით ბერების სენაკებს წააგავს. ავეჯისა და დეკორის ნივთები ავთენთურია და ლუბუტენის მიერ მოგზაურობიდანაა ჩამოტანილი: უზბეკური სუზანე, ბისერით გამშვენებული კამერუნელი სავარძლები და მაროკოული ხალიჩები ამ ასკეტურ ინტერიერში სწორედ ასე მოხვდა.

სახლის ერთადერთი თანამედროვე ნივთი სახურავზე მოთავსებული დურბინდია, რომელიც მასპინძელმა ვარსკვლავებით დახუნძლული ცით ტკბობისთვის შეიძინა. უდაბნოს მზე მეტისმეტად კაშკაშაა, ამიტომ ფანჯრებზე დამცავი ჟალუზები, იატაკზე კი თეთრი ემალით დაფარული ამფორების რიგია.

ლუბუტენის კაბინეტის ფანჯრებიდან ძველი მონასტრის ნანგრევები მოჩანს. „შემოქმედებითი წვა და ფიქრი აქ ძალზე კომფორტულია. ვფიქრობ, „Christian Louboutin“-ის ფეხსაცმელების საუკეთესო მოდელები აქ დაიბადა, –  ყვება დიზაინერი. – რომ არა ეს ხედი, ჩემს კლიენტებს ალბათ წითელ ხალიჩაზე ფეხშიშველებს მოუწევდათ გავლა“.

#Homeisინსპირაცია: დიზაინ იდეები მწვანე ფერის სამზარეულოსთვის

დაბალი ჭერი და პატარა ფართი – როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია