in

ჰაერის გამწმენდი საუკეთესო მოწყობილობები 2020 წლისთვის

თანამედროვე ცხოვრებაში ჰაერის გამწმენდებს სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ისინი მონაწილეობენ ჰაერში არსებული გამონაბოლქვის გაუვნებელყოფასა და ვირუსის უმცირესი ნაწილაკების მართვაში. ჩვენ შევეცადეთ  თქვენთვის წარმოგვედგინა საუკეთესოები მათ შორის.

ჰაერის გამწმენდების უმრავლესობა ჰაერის გაწმენდას მათი ფილტრების მეშვეობით ახორციელებს, როგორც წესი ეს მაღალეფექტური ფილტრებია და 99,97 % ნაწილაკებს ზომით 0,3 მიკრონი და მეტი აკავებენ. ძირითადად დომინირებს სამი ტექნოლოგიით დამზადებული გამწმენდები: 1. HEPA-ს ტექნოლოგიით, ბამბისა და სხვა ბოჭკოვანი ნაჭრების საფუძველზე დამზადებული ფილტრები,   2. გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრებით დამზადებული გამწმენდები, 3. იონური ფილტრებით დამზადებული გამწმენდები.

გააქტიურებული ნახშირბადის საფუძველზე დამზადებული გამწმენდები HEPA ს გამწმენდებზე უფრო ეფექტურია, თუმცა მათ უნდა ჰქონდეთ საკმაო რაოდენობის ნახშირბადი, ვინაიდან მისი სიმცირის გამო, შეიძლება ნახშირბადი მთლიანად გაჯერდეს და ყველაფერი რაც აქამდე იყო მასში დალექილი კვლავ ჰაერში გამოთავისუფლდეს. ექსპერტების აზრით, უმრავლესი მოწყობილობები, გააქტიურებული ნახშირბადის სიმცირის გამო, ხანმოკლე ექსპლუატაციის პერიოდით გამოირჩევიან.

ასევე ჰაერის  გაწმენდის გავრცელებული მეთოდია  იონური ფილტრაცია. ექსპერტეპის აზრით,  ეს მეთოდი ეფექტურია, თუმცა გააჩნია სუსტი მხარეები: მაგალითად, ზოგიერთ მყარ ნაწილაკს ისინი კი არ აკავებენ, არამედ აიძულებენ სახლის ირგვლივ კედლებზე მიკრობას. ეს დანადგარები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიწყებენ ოზონის გამოყოფას რაც თავისთავად დამაბინძურებელია. თუმცა, ზოგიერთი ნეონური გამწმენდი ეფექტურია და მათი სტანდარტები ბოლო პერიოდში საგძნობლად გაიზარდა. მათი უპირატესობა HEPA ს ტექნოლოგიით დამზადებული მოწყობილობებისადმი  უმნიშვნელოა, მითუმეტეს იმ რისკების გათვალისწინებით რასაც იონური გამწმენდები ატარებს ზოგიერთ შემთხვევაში.

მნიშვნელოვან საერთაშორისო სტანდარტს, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, წარმოადგენს სუფთა ჰაერის მიწოდების სიჩქარე – CADR , რაც აჩვენებს, რამდენი ჰაერის გადამუშავება შეუძლია გამწმენდს დროის გარკვეულ ინტერვალში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მსხვილი მოთამაშე, როგორიცაა „Dyson“ და „Molekule“ გვთავაზობს საკუთარ სტანდარტებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი მოწყობილობები უარესია, თუმცა ისინი საჭიროებენ გადამოწმებას. ამ შემთხვევაში მათი ფასი შეიძლება იმაზე უფრო დიდი იყოს ვიდრე სხვა ანალოგიური სიმძლავრის მოწყობილობები.

ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები ეყრდნობა გამწმენდების სიმძლავრის (CADR – გადამუშვებული ჰაერის სიდიდე დროის მონაკვეთში) მაჩვენებლებს. ანუ რაც მეტია ეს მაჩვენებელი და დაბალი მოწყობილობის ფასი, მით უკეთესია ის. მეორეს მხრივ, ყურადღება მივაქციეთ დამატებით ოფციებს, საერთო დიზაინსა და ხმაურის დონეს. იდეალური გამწმენდი ჰარმონიულად უნდა ჯდებოდეს სახლის ინტერიერში და კარგად, უხმოდ უნდა წმინდავდეს ჰაერს.

Blueair Pure 411

Blueair Pure 411 – ეს ყველაზე მარტივი და გასაგები მოწყობილობაა გათვლილი დიზაინითა. იგი HEPA-ს პრინციპს ეყრდნობა. კარგად მუშაობს 15 კვადრატული მეტრის ფართობზე და მისი ფასი დაახლოებით 120 აშშ დოლარია. ზოგიერთი დანადგარი, მაგალითისთვის, როგორიცაა Sharp ის გამწმენდი, ორჯერ ძვირია და ამ სიმძლავრეს ვერ გვთავაზობს.

Dyson TP04

თუ თქვენ მოგწონთ თანამედროვე დიზაინი და ფასიც (550 აშშ დოლარი) მისაღებია, შეგიძლიათ Dyson TP04 შეიძინოთ.

Honeywell Home 300 

 

Honeywell Home 300 ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში 40 კვადრატულ მეტრი ოთახებისთვის. მისი ფასი 250 აშშ დოლარია.

ასევე HEPA ტექნოლოგიაზე მომუშავე გამწმენდებია:

Levoit Core 300  – 100 აშშ დოლარი

Winix 5500-2  – 160 აშშ დოლარი

Bissell      – 90 აშშ დოლარი

GermGuardian  –   85 აშშ დოლარი

თუმცა, ზემოთჩამოთვლილი გამწმენდები საშუალო სიმძლავრეს და მომსახურების მოკლე პერიოდს გვთავაზობენ.

IQ HealthPro Plus შეიცავს რამდენიმე კილოგრამ გააქტიურებულ ნახშირბადს და ხასითდება ექსპლუატაციის დიდი პერიოდით, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა (900 აშშ დოლარი).

იონური ფილტრებით აღჭურვილი გამწმენდები:

Coway AP-1512HH – 184 აშშ დოლარი

Sharp FPK50UW – 230 აშშ დოლარი

 

 

დიმიტრი ჭაავა – “Foster + Partner-ის” ერთადერთი ქართველი არქიტექტორი

ასტონ მარტინის დიზაინით შექმნილი სახლი