in

#Homeisინსპირაცია: იდეები გენდერულად ნეიტრალური დიზაინის საბავშვო ოთახისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

საბავშვო ოთახის მოწყობა ძალიან ამაღელვებელი პროცესია ყველა მშობლისთვის. თუ ბოლო დროის ტენდენციებს გავითვალისწინებთ, თანამედროვე დიზაინში საკმაოდ პოპულარულია გენდერულად ნეიტრალური ბავშვთა ოთახები. ეს არის დიზაინი, რომელიც პირდაპირ არ მიანიშნებს ბავშვის სქესზე, შესაბამისად, გენდერულად ნეიტრალური ინტერიერები ბერვად საინტერესო და დახვეწილი გამოდის, ვიდრე სტანდარტული “გოგოს” ან “ბიჭის” ოთახი.

ხშირად მშობლები უარს ამბობენ საკუთარი მომავალი შვილის სქესის წინასწარ გაგებაზე. ასევე არ არის აუცილებელი, რომ ყველას ვარდისფერი ან ცისფერი ტონი მოსწონდეს – გარდა იმისა, რომ ეს ძალიან ბანალური არჩევანია, საქმე გემოვნებაშიც არის და ის ყველას ერთნაირი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, რა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ თქვენ, გენდერულად ნეიტრალური ოთახის მოწყობა ბავშვებისთვის ყოველთვის კარგი იდეაა.

არსებობს ძალიან ბევრი ტონი, რომელიც ამ ამოცანის მიღწევაში დაგეხმარებათ. არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ თეთრი ან ბეჟი ტონები იხმაროთ, ვინაიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნა ყოველთვის ცუდი არჩევანია. ისევე, როგორც ყველა სიტუაციაში, ამ შემთხვევაშიც მთავარია ზომიერება და ცოტაოდენი ფანტაზია. ჩვენ სწორედ ასეთი მაგალითები შევარჩიეთ და ერთად მოვუყარეთ თავი, რათა კიდევ უფრო გაგიმარტივოთ თქვენი შვილების საოცნებო ოთახის შექმნის პროცესი.

5 იდეალური მცენარე ოფისის ინტერიერისთვის

34 კვ/მ სტუდიო ლურჯი კედლებით