in

როგორ გავაფორმოთ სახლი სკანდინავიურ სტილში – Homeis გირჩევთ

სკანდინავიური (იგივე ჩრდილოური) სტილი საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში. ინტერიერის დიზაინის ამ მიმართულებაზე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ საინტერესო მასალა. დღეს კი წარმოგიდგენთ კონკრეტულ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივუსადაგოთ ჩვენი ინტერიერი ჩრდილოური სტილის კანონებს.

მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულო

აღნიშნული ოთახებისთვის ძირითადი ფერთა გამა შეიძლება იყოს შავ-თეთრი ან ხის ფერი. თუმცა, თეთრ ფერთან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან მისი გადაჭარბებული გამოყენება ინტერიერს ძალიან დამღლელს გახდის.

 

აბსოლუტური ,,Must Have,, ამ შემთხვევაში ღია ტიპის თაროებია. სამზარეულოში მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სუნელებისა თუ აქსესუარების ექსპოზიციისათვის, ხოლო მისაღებ ოახში მათზე ნახატების, მცენარეებისა და დეკორატიულ სანთლებს განათავსება შეგიძლიათ. ღია თაროები სიმსუბუქისა და ჰაეროვნების შეგრძნებას იძლევა და განსაკუთრებულ იერს სძენს საერთო ინტერიერს.

 

ამას გარდა, სკანდინავიური სტილითვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნივთს ე.წ. Plastic Chair of Charles & Ray Eames for Vitra წარმოადგენს. ეს არის პლასტმასის სკამები, რომლის დიზაინიც სკანდინავიური სტილის ინტერიერების სიმბოლოდ იქცა. მათ საოცრად ეხამება ხის დეტალები, რადგან სკამების ფეხები სწორედ ამ მასალაშია გადაწყვეტილი.

საძინებელი

საძინებლის სკანდინავიურ სტილში გასაფორმებლად დაგჭირდებათ ბევრი ქსოვილის ფენა საწოლზე, ბალიშები და ნაჭრის ან ქაღალდის მასალის ითახის სანათები. მინშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაფორმებული იყოს მარტივი და მინიმალისტური პრინტებით. ამ შემთხვევაში უხვად ვიყენებთ თბილ, ფუმფულა ქსოვილებს, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას ამძაფრებს ჩრდილოური სტილის ინტერიერში. რაც შეეხება ფერთა გამას, ვირჩევთ პასტელურ ტონებს.

 

 

სააბაზანო

როდესაც სააბაზანო ოთახს სკანდინავიურ სტილში ვაფორმებთ, აუცილებლად ვინარჩუნებთ ზემოთ მოცემულ ფერთა გამას. ამას გარდა, სველი წერტილების დიზაინში ფიგურირებს ნახატები ან მინიმალისტური პოსტერები.

პირსახოცების საკიდად ხისგან დამზადებული პატარა კიბე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს სწორედ სკანდინავიური ინტერიერისთვის დამახასიათებელი ნივთია.

აუცილებლად მოვუძებნოთ ადგილი მცენარეს – სიმწვანე ხომ ჩრდილოური ინტერიერის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.

მაქსიმალურად ვეცადოთ გამოვიყენოთ ნატურალური მასალისაგან დამზადებული აქსესუარები: კბილის ჯაგრისები, სხვადასხვა პროდუქტების კონტეინერები თუ დეკორატიული ნივთები. ეს ყოველივე ოთახს სუფთა და ჯანსაღ იერს შესძენს.

 

 

ხელოვნური ინტელექტი და არქიტექტურა

იაპონელი მხატვრის დახატული ინტერიერები